დღის ახალი ამბები

"ლადოზე ცუდს ვერ ვიტყვი რადგან.." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ლადო ხინჩეგაშვილის გორის მერად დანიშვნას

"ლადოზე ცუდს ვერ ვიტყვი რადგან.." - როგორ ეხმაურება ნიკა გვარამია ლადო ხინჩეგაშვილის გორის მერად დანიშვნას

„მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აწ უკვე გორის მერზე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი სპორტსმენი იმდენად უყვარს, ცუდს მასზე ვერაფერს იფიქრებს. 

„ნუ, გორის მერი როგორ გახდა, ან რატომ, იქით იყოს. როგორ ლაპარაკობს და კითხულობს, ასევე. „ქოციც" რომაა, ეგეც კი.

ლადო ხინჩაგაშვილზე ვერაფრით ვერ ვიფიქრებ ცუდად. ჯერ, იმდენი ბედნიერება მაჩუქა თავისი ოლიმპიური ოქროთი და ვერცხლით და ასევე იმდენად კეთილი და წესიერი ბიჭია (პოლიტიკაში მოსული აგრესიული ქოც „ზონდერ" სპორტსმენებისგან განსხვავებით), რომ ძალიან მიყვარს.
ეგეც რომ გაზონდერ-გაკორუმპირებულდის, ძალიან გატეხს.

p.s კარგით რა, ხალხო, რა ლადო ხინჩაგაშვილის ლაპარაკი და კითხვა, სალომე ზურაბიშვილი გვყავს პრეზიდენტად", - წერს ნიკა გვარამია.






გაზიარება
მოინახულეს 6 530-ჯერ
კომენტარები
რეკლამა