დღის ახალი ამბები

ბავშვის დაბადებისთანავე ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ უთხრეს... მომაკვდავ შვილს პირობა მისცა და დანაპირები მის საფლავზე მიიტანა - ჩემპიონის მძიმე ისტორია

ბავშვის დაბადებისთანავე ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ უთხრეს... მომაკვდავ შვილს პირობა მისცა და დანაპირები მის საფლავზე მიიტანა - ჩემპიონის მძიმე ისტორია

7 ნოემბერს სპორტულ სამყაროში, კერძოდ კი კრივის არენაზე ერთმანეთს მსოფლიოს დაუმარცხებელი ჩემპიონი კალებ პლანტი და კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო მსუბუქწონოსანი კანელო ალვარესი დაუპირისპირდნენ - მექსიკელმა მოიგო... ეს ამბავი არაფროით იქნებოდა ჩვენი საიტის მკითხველისთვის საჭირო, რომ არა პლანტის სულისშემძვრელი ისტორია.

კალებ პლანტის ქალიშვილი ალია, ძალზე იშვიათი დაავადებით დაიღუპა. გოგონას გარდაცვალებიდან 1 თვეში კი პლანტის დედა, რომელიც ნარკომომხმარებელი იყო, პოლიციელმა ჩაცხრილა... მოკლედ, მოკრივემ ძალიან რთული გზა განვლო...

ახლა კალებ პლანტი შეძლებული, მსოფლიოში ცნობილი კაცია, მაგრამ სრულ სიღარიბეში გაიზარდა, მის ოჯახს საკუთარი სახლიც არ ჰქონდა. დედა, ბეთი, ნარკოდამოკიდებული იყო. მამა, რიჩი პლანტი ხვებოდა, რომ შვილი ქუჩისთვის არ უნდა დაეთმო და როგორც შეძლო, ეზოში რინგის მსგავსი რაღაც მოაწყო და შვილის პირველი მწვთნელიც თვითონვე იყო. 12 წლის ასაკში კი ნამდვილ დარბაზში მოხვდა და მოყვარულებს შორის წარმატებით იბრძოდა.

20 წლისას ოლიმპიადაზე წასვლის რეალურის შანსები ჰქონდა, მაგრამ პლანტი მამა გახდა - 19 წლის კარმან ჟან ბრისკო-ლიმ გოგონა გაუჩინა. ბავშვის დაბადებისთანავე ექიმებმა შოკისმომგვრელი რამ უთხრეს - გოგონას ჰიდროლაზის (ფერმენტი) დეფიციტი ჰქონდა...

ალბათ არც გაგიგონიათ, მსგავსი დაავადება სამყაროში მხოლოდ 20-ჯერ გამოვლინდა...

"თვითონ ჭამას ვერ ახერხებდა, ზონდით ვაჭმევდით. მისი მცირე გაცინებაც კი მახარებდა. გავიღვიძებდი, სპორტდარბაზში მივდიოდი, ვივარჯიშებდი და შვილთან კლინიკაში ვბრუნდებოდი."

ალიას ავადმყოფობის გამო კალების მეგობარმა გოგონამ სამსახური მიატოვა, პლანტი კი ბოლომდე იხარჯებოდა, რათა პროფესიონალებში გადასულიყო და ფული გამოემუშავებინა, რადგან ძალიან ბევრი ეხარჯებოდათ.

"უბრალოდ, ვალდებულივიყავი მევარჯიშა და შემდეგ რინგზე მებრძლა. ერთხელ, სახლში დაბრუნებისას გულის შეტევა მქონდა, თითქოს, ნებისმიერი დღე ბოლო შეიძლებოდა ყოფილიყო. ბრძოლის წინ მხოლოდ შვილზე ვფიქრობდი, მოწინააღდეგეების სახელებიც არ მაინტერესებდა. მოგების შემდეგ კი კამერაში ხელოვნურად ვიცინოდი..."

2015 წლის დასაწყისში საწვრთნელ ბანაკში მიდიოდა, რადგან მორიგი ბრძოლისთვის მომზადება სჭირდებოდა. მაგრამ, წასვლამდე ექიმებმა დაიბარეს.

"ექიმებმა პირდაპირ მითხრეს: "მისტერ პლანტ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სავარჯიშო ბანაკში არ უნდა გაემგზავროთ. რადგან ვიცით, თქვენი შვილი უახლოეს დღეებში გარდაიცვლება. უმჯობესია ბრძოლა გააუქმოთ.
განაგრძეთ კითხვა




გაზიარება
მოინახულეს 1 791-ჯერ
კომენტარები
რეკლამა