დღის ახალი ამბები

“სათამაშო ბიზნესის რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ” - კომენტატორ ლევან სალუქვაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

“სათამაშო ბიზნესის რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ” - კომენტატორ ლევან სალუქვაძის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ლევან სალუქვაძემ Youtub გადაცემა “ორშაბათობაში”, რომელიც კომენტატორებს, ტატო ბაციკაძეს და გიორგი კატალოზს მიჰყავთ, სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე ისაუბრა.

“რეგულაციების კარგ მეთოდს შემოგთავაზებთ. მაგალითად, კალატოზს უნდა თამაში, დარეგისტრირდა ტოტალიზატორში, წარმოადგინა შემოსავლების ცნობა, რომ თვეში ერიცხება ხელფასი 1000 ლარი. 30%-ზე მეტი არ ჰქონდეს თამაშის უფლება და ვერ გაუბედურდება ვერავინ. გარკვეული მარჟა იყოს დაწესებული”
“Bet 365-ზე ყველა ვართ დარეგისტრირებულები და თუ ეს გაუქმდა, ყველა შეძლებს იქ თამაშს. კაბელებს ხომ არ ჩაგვიჭრიან. ახლა გაჯეტების თაობა მოდის. შედიხარ Bet 365-ზე და თვეში ერთხელ ამოდის შეკითხვა, ხომ არ შეცვლიდი შენი ფსონის მაქსიმუმს. პირობითად, ტარიფი არის თვეში 1000 დოლარი. იმის იქით, მეტს ფულს არ დაგადებინებს. შეგვიძლია ეს გავხადოთ იძულებითი”, – განაცხადა სალუქვაძემ.




გაზიარება
მოინახულეს 1 653-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
რეკლამა