ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საყვარელი ქალი ჯორჯინა როდრიგესი 28 იანვარს 28 წლის გახდა. ეს დღე წყვილმა შვილებთან ერთად დუბაიში გაატარა და კადრები სოციალურ ქსელშიც გააზიარა. მნიშვნელოვანი თარიღი ორსულ მეუღლეს რონალდუმ ორიგინალურად მიულოცა: ვახშმის დროს ყველაზე მაღალ ცათამბჯენზე ჯორჯინას ფოტო გამოჩნდა წარწერით - „დაბადების დღეს გილოცავ, ჯიო“.
ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წერენ, რომ ეს ნამდვილი ზღაპარი და წარმოუდგენელი სიურპრიზია. თავად ჯორჯინამ კი ემოციები ვერ დამალა და მეუღლეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა: „ასე მთავრდება ეს საინტერესო დღე. სიტყვებს ვერ ვპოულობ. მადლობა, მადლობა, მადლობა, კრიშტიანუ, იმისთვის, რომ ყოველდღე მაბედნიერებ. მადლობა ყველას, ვისაც გიხარიათ ჩემი და ჩვენი ოჯახის ბედნიერება. მიყვარხართ" - დაწერა მან.
წარმოუდგენელი სიურპრიზი და დაუვიწყარი დაბადების დღე - როგორ მიულოცა რონალდუმ რჩეულს იუბილე
კომენტარები
22-11-2024 23:04
5 872
გიორგი მამარდაშვილი ახალდაბადებული შვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს
ვრცლად
22-11-2024 15:02
1 208
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
358
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
10 884
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად