კიევში მცხოვრებმა ბათუმელმა სპორტსმენმა მირო ვანაძემ sportarena-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.
მან "ნაპოლის" ვარსკვლავს პოზიცია მოუწონა, თბილისის მერს კი მოღალატე უწოდა.
ინფორმაციისთვის, ვანაძე ომის დაწყების დღიდან პურს აცხობდა და უკრაინელებს ურიგებდა, ბოლო რამდენიმე თვეა კი მებრძოლი გახდა და პერიოდულად ბლოკპოსტზე დგას.
"ხვიჩა კვარაცხელია ღირსეული ქართველია. როდესაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინას შეუტია, მან "რუბინი" დატოვა და სათამაშოდ ბათუმის "დინამოში" გადავიდა.
ის ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერია, ახლა კი "ნაპოლის" ღირსებას იცავს. მისი სახელი "კვარადონა" ყველაფერზე მეტყველებს.
რასაც ხვიჩა ამბობს და აკეთებს, ყველა ქართველმა ფეხბურთელმა უნდა გააკეთოს.
რაც შეეხება კალაძეს, ის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია და რა პოლიტიკასაც ის ატარებს, ქართველი ხალხის ინტერესებს არ იცავს.
ქართველებმა დასავლეთის გზა აირჩიეს. ვინც კი ამ გზას მხარს არ უჭერს, უბრალოდ მოღალატეა", - ამბობს ვანაძე.
ვანაძემ ალექსანდ უსიკზე, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ვასილი ლომაჩენკოს შესახებაც ისაუბრა.
ინტერვიუს სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
წყარო: /sportall.ge
"კვარაცხელია ღირსეული ქართველია, კალაძე მოღალატეა"
1-06-2023, 11:09
გაზიარება
მოინახულეს 3 708-ჯერ
კომენტარები

03-10-2023 14:38
136
ტუისოვას 7 წლის შვილი გარდაეცვალა - იგი ნაკრების შეკრებას არ დატოვებს
ვრცლად

03-10-2023 13:08
855
ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
ვრცლად

02-10-2023 09:57
665
რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
ვრცლად

02-10-2023 08:19
4 409
როდის და რომელ არხზე იქნება ნაპოლი-რეალის შეხვედრა ?
ვრცლად