რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, კრაკოვის „ვისლაში“ მყოფი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც სეზონის სტარტზე იჯარის წესით ოდესის „ჩერნომორეცში“ იმყოფებოდა, კიევის „დინამოში“ დაბრუნდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში თავის კარიერაზე და უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა.
„რუსეთში ადამიანებს არ აქვთ საკუთარი აზრი, ფულის გულისთვის პირს დახურავენ და უყურებენ ხალხის და ბავშვების სიკვდილს. ამ ადამიანებს არ სურთ განვითარება და ნორმალური ცხოვრება, რადგან ამის შემდეგ რუსეთში ნორმალური ცხოვრება არასოდეს იქნება. მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას, ამ ხალხს, ეს ქვეყანა დაიხურება, თითქოს მათ ირგვლივ კედელი აიგება. ეს სხვა სამყარო იქნება.
მათ ეშინიათ ციხეში ჩაჯდომის და სურთ იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არაფერი მოხდება. ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა. ადრეც ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ცუდი დამოკიდებულება მქონდა მათი პრეზიდენტის მიმართ. მაგრამ ყველა იქ მყოფი ადამიანი - რა თქმა უნდა, შეიძლება სადღაც ქვეყანაში იყოს ორიოდე ნორმალური ადამიანი, ასიდან ერთი პროცენტი. მაგრამ ის ერთი პროცენტიც კი არ შემიმჩნევია. ასეთი ხალხი ცოტაა,“ - განაცხადა წიტაიშვილმა sportarena-სთან საუბრისას.
წყარო: newposts.ge
ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი
19-06-2022, 08:06
გაზიარება
მოინახულეს 196-ჯერ
კომენტარები

19-06-2022 08:06
193
ჩემთვის რუსეთმა არსებობა შეწყვიტა, მთელი მსოფლიო შეიძულებს ამ ქვეყანას - გიორგი წიტაიშვილი
ვრცლად

09-06-2022 11:20
613
რა რეაქცია ჰქონდა არაბ კომენტატორს, როდესაც კადრში მოხვედრილი ქალი დაინახა
ვრცლად

08-05-2022 10:41
271
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 284
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად