დღის ახალი ამბები

ფლორენტინო პერესი ზიდანს შეხვდა: რეალის პრეზიდენტმა ფრანგს სეზონის მთავარი ამოცანა შეახსენა

ფლორენტინო პერესი ზიდანს შეხვდა: რეალის პრეზიდენტმა ფრანგს სეზონის მთავარი ამოცანა შეახსენა

"რეალის" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი როტაციებისთვის მზად უნდა იყვეს. - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამომცემლობები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს შეხვდა და მას სეზონის მთავარი ამოცანა შეახსენა.

ესპანური გამომცემლობა marca იწერება, რომ ფლორენტინო პერესმა, ზიზუს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და შეახსენა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ლა ლიგას, აქ მადრიდელებს თანაქალაქელები უსწრებენ თანაც 8 ქულით, "რეალი" კი მესამე ადგილს იკავებს.





გაზიარება
მოინახულეს 957-ჯერ
კომენტარები
რეკლამა