დღის ახალი ამბები

"მზად ვარ საქართველოს ნაკრები ჩავიბარო" - უცხოელი სპეციალისტი

"მზად ვარ საქართველოს ნაკრები ჩავიბარო" - უცხოელი სპეციალისტი
19-01-2021, 19:44

არგენტინელმა სპეციალისტმა სერხიო ბატისტამ ერთ-ერთი ქართულ გამოცემასთან განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.

სპეციალისტმა ასევე საქართველოს ნაკრების ჯგუფზე ისაუბრა.

"მზად ვარ ჩავიბარო თქვენი ეროვნული ნაკრები და ის მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო, რაც შეეხება ჯგუფს, ნამდვილად რთულ ჯგუფშია საქართველოს ნაკრები, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია"- აცხადებს სერხიო ბატისტა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ადგილი კვლავ ვაკანტურია.




გაზიარება
მოინახულეს 2 726-ჯერ
კომენტარები
რეკლამა