დღის ახალი ამბები

„ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და ამას ვერ პატიობენ...“ - დოროყაშვილის ადვოკატი

„ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და ამას ვერ პატიობენ...“ - დოროყაშვილის ადვოკატი
17-03-2021, 07:01

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ „იმედის დღეში“ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოში მარცხდება და ამიტომაც საზოგადოების წინაშე გამოაქვთ გარკვეული ინფორმაცია, რომ სხვა სიბრტყეში გადაიტანონ საქმის გარჩევა. 
ანა აბაშიძე ქონებრივი დავის შესახებაც აკეთებს განმარტებას:

„ნიკოლოზ ბასილაშვილი ალიმენტს არ იხდის და ეს მტკიცდება კონკრეტული ფაქტებით… არავინ იცის, რა რაოდენობის თანხაზე იყო დავა, რადგან აუდიტის დასკვნა არ არსებობს. ორი მილიონი მიიღოო, მაგრამ არანაირი ორი მილიონი არ არსებობს. თურმე ნიკოლოზ ბასილაშვილმა აჩუქა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა ნელი დოროყაშვილს და თავი დაიტოვა ნულზე. როცა იწყება თანაცხოვრება რეგისტრირებულ ქორწინებაში, კანონი გვეუბნება, რომ ყველა დოვლათი არის საერთო. ნიკოლოზ ბასილაშვილის სახელზე არაფერი რომ არ ირიცხებოდა, 2013 წელს, მაშინ დაქორწინდნენ. მას შემდეგ მოპოვებული ქონება უნდა გაყოფილიყო ნახევარი ნახევარზე. როდესაც ადამიანს აქვს სურვილი, სანამ განქორწინდება, უკანონოდ გაასხვისოს თანასაკუთრების ქონება, რომ განქორწინების დროს მის სახელზე არაფერი აღმოჩნდეს, მიმართავს იმას, რასაც მიმართა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. მან დაიწყო ქონების დედ-მამაზე გადაფორმება. ეს არის თვალთმაქცური გარიგება. მე შემიძლია ჩამოვთვალო კიდეც ეს ქონება, მათ შორის სახლი „ქინგს დევიდში“, ქონება ძველ თბილისში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მხოლოდ ეს არის შეფასებული რამდენიმე მილიონად, სულ ცხრა ქონებაა ჩამოთვლილი, ბევრი მილიონის ღირებულების ზოგადად. თანაცხოვრების პერიოდში მან დაიწყო ამ ქონების თვალთმაქცური გარიგებებით გაქრობა, რომ ამაზე დავა არ დაწყებულიყო. ნელი დოროყაშვილი არ არის სულელი ქალი და მას ამას არ პატიობენ… ნელი დოროყაშვილმა დაიწყო თავისი ქონების დაცვა, მიმართა სასამართლოს და ყადაღა დაადო ყველა ქონებას. როცა ბატონმა ნიკოლოზმა შეამჩნია და მისმა ადვოკატებმაც, რომ საქმე რთულად მიმდინარეობდა, მოსამართლემ ყადაღა დაადო დედ-მამის ქონებებს, დაფიქრდნენ, ხომ არ მოვრიგდეთო. ნიკოლოზ ბასილაშვილი რვა თვე სარჩელს სარჩელზე წერდა და ნელისგან ითხოვდა ქონებიდან წილს, მათ შორის, დალომბარდებული მანქანიდან, რაც ნელიმ დაალომბარდა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოულოდნელად შეწყვიტა ყველანაირი წყარო მისი შვილისთვის და ნელისთვის. დალომბარდებული მანქანა დააყადაღებინა სასამართლოს. პარალელურად სასამართლო ამბობდა, რომ ეს გარიგებები თვალთმაქცური იყო, ასეთი კონტრაქტები გაბათილდებოდა და ერთზე კი არა, ბევრ მილიონზე მოუწევდა გაყოფა. მაშინ დაიწყეს საუბარი მორიგებაზე“,- აღნიშნავს ადვოკატი.




გაზიარება
მოინახულეს 1 413-ჯერ
კომენტარები
რეკლამა