დღის ახალი ამბები

რა თანხა გადაეცემათ სახელმწიფოსგან გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს?

რა თანხა გადაეცემათ სახელმწიფოსგან გენო პეტრიაშვილს და ლაშა ტალახაძეს?
11-08-2024, 08:53

2024 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, რადგან ამ დღეს ოლიმპიადაზე ქართველებმა ორი ოქროს მედლის მოპოვა შეძლეს.

ქართველი გულშემატკივარი ჯერ გენო პეტრიაშვილმა გაახარა, დაახლოებით ერთ საათში კი ოქრო ლაშა ტალახაძემაც მოიპოვა.

ოქროს მედლის მოპოვებისთვის ორივე სპორტსმენი სახელმწიფოსგან  1-1 მილიონ ლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ლაშა გახდა პირველი სპორტსმენი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც სამი ოქროს მედალი აქვს, გენო პეტრიაშვილს კი ლაშა შავდათუაშვილის მსგავსად  ოლიმპიადებზე როგორც ბრინჯაო, ასევე ვერცხლი და უკვე ოქროც მოპოვებული აქვს.



ლაშა ტალახაძე ტალახაძე გენო პეტრიაშვილი პეტრიაშვილი lasha talakhadze talakhadze geno petriasvhili
გაზიარება
მოინახულეს 1 085-ჯერ
კომენტარები
რეკლამა