დღის ახალი ამბები

გადაწყვეტილება შეცვალა! - რა სიახლე ხდება ცნობილი ილია თოფურიასთან დაკავშირებით

გადაწყვეტილება შეცვალა! - რა სიახლე ხდება ცნობილი ილია თოფურიასთან დაკავშირებით



ილია თოფურია მადრიდში სახლს აღარ ყიდის!


„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად  დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი საქმე დახურულია. თოფურიას  ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს. ჯორჯინამ სარჩელი გამოიტანა და მან ხელი მოაწერა შეთანხმებას იმ პირობებით, რომლებიც თავდაპირველად თოფურიამ შესთავაზა.


ინფორმაციების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო პერიოდში ილიას შესახებ სოციალურ პრესაში გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მადრიდში მისი სახლი, სადაც ვარჯიშობს და ყველაფერი


აქვს მოწყობილი, არ იყიდება“ – ციტირებს Crystalsport-ი Marca-ს.


თოფურიამ Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოქტაგონზე დაბრუნება დააანონსა და დაწერა: „ჩემპიონი ბრუნდება!“


შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“.


გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.


წყარო: primetime.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 920-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. ოჯახური დავა დასრულდა! - სასიხარულო ინფორმაცია ილია თოფურიასა და მის ყოფილ ცოლზე
    2. რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები
    3. "ვიცი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს " - ილია თოფურიამ გაამხილა თუ რატომ უწევს რეალურად სასამართლოში სიარული
    4. “მე გავხდი მძიმე და მიუღებელი ზეწოლის მსხვერპლი, მათ შორის, ოჯახში ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით, თუ ფინანსური მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა” – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს
    5. „ძვირფასო მეგობრებო, გავრცელდა ინფორმაცია რაც სიმართლეს არ შეესაბემა" - ნონა გაფრინდაშვილი
    რეკლამა