დღის ახალი ამბები

„გულდაწყვეტილი ვარ...“ - ილია თოფურიამ ამ თემაზე პირველად ისაუბრა

„გულდაწყვეტილი ვარ...“ - ილია თოფურიამ ამ თემაზე პირველად ისაუბრა



UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია პირველად გულწრფელად საუბრობს ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან განქორწინებაზე.

სპორტსმენი აღიარებს, რომ ოჯახური ურთიერთობის დასრულება მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო. თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად დაშორებისა, მათ საერთო შვილები აკავშირებთ და დღეს ორივესთვის მთავარი მათი კეთილდღეობა და ურთიერთპატივისცემაა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„პირად ცხოვრებაში ეს მძიმე პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვოცნებობდი იდეალურ ოჯახზე. ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ცალ-ცალკე უფრო ბევრს მივაღწევდით.

მასაც ჰქონდა თავისი კარიერული ამბიციები. როგორც მგონია, ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა, კარიერის პროფესიულმა მხარემ მოახდინა, რადგან მას თავისი ხედვა ჰქონდა იმისა, თუ როგორ უნდა გვევლო წინ, მე კი ჩემი.

სასწორზე სულ უფრო მეტი დევს, არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. არ ვნანობ არაფერს, რადგან თითოეულმა მათგანმა მაჩუქა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი. დღეს მყავს ორი განძი. დარწმუნებული ვარ წინ საუკეთესო წლები გველის“,- ამბობს ილია თოფურია. 

წყარო: ​primetime.ge​​​





  • გაზიარება
    მოინახულეს 71-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. რა ქონებას ფლობს თავად ჯორჯინა უზკატეგუი? – საკუთარი კომპანია, ამერიკული განათლება და უცნობი ფაქტები
    2. „პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს, ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“ – თოფურიას განცხადება
    3. "წერენ, ქართველ კაცს ასეთი ცოლიო? მარიამზე რამეს არასწორად რომ დაწერენ, არ გავატარებ, თან ბიჭი რომ წერს. რამდენიმეს დავურეკე. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც. ყველამ თავი იმართლა"
    4. არავითარი მობილური და გაზიანი სასმელები! – რატომ უთხრა უარი რონალდუმ შვილს “აიფონის” ყიდვაზე
    5. „ოჯახი ის, რაც ყოველთვის რჩება“ – რა კადრებს ავრცელებს და რას წერს ილია თოფურია რჩეულთან დაშორების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ
    რეკლამა