დღის ახალი ამბები

“რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს” – რას ამბობს ილია სულამანიძის დედა შვილის რჩეულის შესახებ და რას საქმიანობს ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის ულამაზესი შეყვარებული

“რომ ვნახე ფოტოები, ილიაზე მეტი მედლებიც კი აქვს” – რას ამბობს ილია სულამანიძის დედა შვილის რჩეულის შესახებ და რას საქმიანობს ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონის ულამაზესი შეყვარებული



ილია სულამანიძე დღეს ევროპის ჩემპიონი გახდა, ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტის რჩეული ასე­ვე სპორ­ტსმე­ნი, მო­ცუ­რა­ვე თაკო მეგ­რე­ლი­ძეა. თა­კოს არა­ერთ შე­ჯიბრში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და მის კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბაც ბევ­რია.  21 წლის უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია და სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას სწავ­ლობს.

ჟურ­ნალ “სარ­კეს­თან” ილი­ას სუ­ლა­მა­ნი­ძის დედა ამ­ბობს, რომ სპორ­ტსმენ­მა შვი­ლებ­მა – ილია და შაკო სუ­ლა­მა­ნი­ძე­ებ­მა სა­ცო­ლე­ე­ბი და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­აც­ნეს.

„ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 19 დე­კემ­ბერს, ორი­ვემ ერ­თად მო­მიყ­ვა­ნა სარ­ძლო­ე­ბი გა­საც­ნო­ბად. ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ცუ­დად არ გა­მი­გოთ, იმ­დე­ნად ჭკვი­ა­ნი ბი­ჭე­ბი მყავს, რა თქმა უნდა, მათ არ­ჩე­ვან­საც ვენ­დო­ბი. როცა მათი არ­ჩე­ვა­ნი ჩემი მო­სა­წო­ნიც არის, ამას რა სჯობს. კარ­გად აღ­ზრდი­ლი ლა­მა­ზი გო­გო­ნე­ბი არი­ან. ილი­ას შეყ­ვა­რე­ბუ­ლის სპორ­ტსმე­ნი იყო, მო­ცუ­რა­ვე და რომ ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, ილი­ა­ზე მეტი მედ­ლე­ბიც კი აქვს. ახლა იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს.

ნორ­მა­ლუ­რი ოჯა­ხის სა­ხე­ლით მო­ვე­დით აქამ­დე და ახლა ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გვა­ხა­რე­ბენ და ოჯა­ხის ღირ­სე­ბა­საც გვი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ. მა­მა­მი­სი სულ არი­გებ­და, თავ­მდა­ბა­ლი იყა­ვი­თო. ერთხელ ილი­ამ გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა და შე­მო­ვი­და კარ­ში თავ­დახ­რი­ლი. შევ­წუხ­დი, რა მოხ­და, რა­ტომ გაქვს თავი დახ­რი­ლი-მეთ­ქი და მი­პა­სუ­ხა, თავ­მდაბ­ლად მოვ­დი­ვარ, მა­მი­კომ ხომ ასე მი­თხრაო. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს. რამ­დე­ნა­დაც სე­რი­ო­ზუ­ლია, იმ­დე­ნად დიდი აქვს იუ­მო­რის გრძნო­ბა“, – განაცხადა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონის დედამ.

წყარო : Ambebi.ge





გაზიარება
მოინახულეს 502-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
  2. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
  3. "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჟორ­ჟი მიხ­ვდა, რომ გი­ორ­გი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვი იყო" - ვინ არის ბიჭუნა, რომელიც მიქაუტაძესთან ერთად გავიდა "დინამო არენაზე"
  4. "მადლობა ამისთვის! " - როგორ ულოცავს ბუდუ ზივზივაძეს მამა დაბადების დღეს
  5. ილია თოფურიამ ქეთი თოფურია "დატროლა" ? - რა უპასუხა მებრძოლმა როდესაც მომღერალზე ჰკითხეს?
რეკლამა