დღის ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს ციხიდან უშვებენ, უკვე მეორედ - რის სანაცვლოდ დატოვებს საპატიმროს ოლიმპიური ჩემპიონი?

ზურაბ ზვიადაურს ციხიდან უშვებენ, უკვე მეორედ - რის სანაცვლოდ დატოვებს საპატიმროს ოლიმპიური ჩემპიონი?



ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარებისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი ციხეს პირობითი მსჯავრის და 5000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ ოთხ თვეში დატოვებს.


საპროცესო გარიგების მოთხოვნით ზვიადაურმა საგამოძიებო უწყებას თავად მიმართა და გარიგება სწორედ ბოლო სასამართლო პროცესზე შედგა. 


ბრალდებულსა და ბრალდების მხარის შორის მოხდა შეთანხმება სასჯელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურა ზვიადაურს გაუფრომდა საპროცესო შეთანხმება. შუამდგომლობით მე მივმართე და განცადებით პროკურატურას, ომ გაფორმებულიყო მასთან საპროცესო შეთანხმება და პირობითი გახლავთ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი და დამდატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა, - ამბობს ზვიადაურის ადვოკატი. 


ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. 


საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა.

მუხლი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.


ტვ პირველი





  • გაზიარება
    მოინახულეს 672-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. პსჟ-ს ფეხბურთელს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება
    2. ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
    3. “დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” - შსს ლუკა კურტანიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
    4. "ხვიჩა კვარაცხელიას მინდა, ვუსურვო ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლი და გამარჯვება, გამარჯვება მინდა ვუსურვო ქართველებს, თითოეულ ქართველს და მათთან არის ბიძინა და ჩვენთან არს ღმერთი. გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ - რა თქვა ონისე ცახდაძემ საკუთ
    5. ტყის ხედი და ულამაზესი სამზარეულო – ნახეთ როგორი სახლი აქვთ სალომე ღვინიაშვილს და ზურა ხიზანიშვილს
    რეკლამა