დღის ახალი ამბები

ვინ არის მარიამ კუკუნაშვილის ქმარი, რომელმაც ცოლს ჯერ „პორშე“, ახლა კი მიწა აჩუქა – ფოტო

ვინ არის მარიამ კუკუნაშვილის ქმარი, რომელმაც ცოლს ჯერ „პორშე“, ახლა კი მიწა აჩუქა – ფოტო

ცოტა ხნის წინ მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, რომ ქმარმა სხვა ქალზე გაცვალა და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, თუმცა ამ ამბის გახმაურებიდან მალევე წყვილი შერიგდა.

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრი NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლს მარიამ კუკუნაშვილს მეუღლემ შერიგების შემდეგ კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა. ამის შესახებ მარიამ კუკუნაშვილი „ინსტაგრამზე“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს. „დაბადების დღის საჩუქარი – ერთი ჰექტარი მიწა სიონის ტბის პირას, საგულაო სასტუმრო კოტეჯებისათვის. მადლობა“, – დაწერა ბიზნესმენმა.



კუკუნაშვილი ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ წერდა, რომ სექტემბერში ქმარმა სხვა ქალის გამო მოულოდნელად მიატოვა და დეპრესია ჰქონდა, როდესაც მისი ცნობილი მეგობრები გვერდში არ დაუდგნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ქმრის ღალატის შემდეგ მიხვდა, რომ ნამდვილი მეგობრები არ ჰყავს და მის ზურგს უკან მასზე ჭორაობენ.


მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. მარიამ კუკუნაშვილს ახლა სამი ტყუპი ჰყავს, თუმცა წლების განმავლობაში არ ჰყავდა შვილები. სწორედ ამან გადააწყვეტინა ამ სფეროში დაეწყო ბიზნესი.


როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბიზნესი 1200 ლა­რით დაიწყო. მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო, 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით ბიზნესი დაიწყო. 2008 წლი­დან დაიწყო დო­ნა­ცი­ი­სა და სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის გახ­სნით სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ უკვე სხვა ფი­ლი­ა­ლე­ბი მოჰყ­ვა, შემ­დეგ - ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კე­ბი და ამ­ჟა­მად ფილიალები უკვე 10-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია.

მარიამ კუკუნაშვილი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და დაივიწყეს ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან სთხოვდა ქმარი ხელს. მისი მეუღლე ასევე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია. წყვილი ერთად ხელმძღვანელობს სუროგაციის ცენტრს.







გაზიარება
მოინახულეს 5 859-ჯერ
კომენტარები
რეკლამა