სოციალურ ქსელში საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ აქამდე უცნობი ინფორმაცია გავრცელდა. ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ 29 წლის ჩოგბურთელი წლების წინ ერთ მეცხრე კლასელ ბავშვს დაეხმარა, რომელსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა.
„მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა! ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს.ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს! მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე, ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…
როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე, ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი ბავშვს რომ უშველა…
…რა ალიმენტს არ უხდისო, რა სახლს ართმევსო? მე ვერ ვათავსებ ამ ფაქტს და ამ ხმებს ერთად!“ – წერს ლელა რაზიკაშვილი.
წყარო : dainteresdi.club
ბასილაშვილმა ბავშვი სიკვდილისგან იხსნა - რა გმირობა ჩაიდინა ქართველმა ჩოგბურთელმა ?
23-10-2021, 07:11
გაზიარება
მოინახულეს 2 111-ჯერ
კომენტარები

08-05-2022 10:41
160
"რეალი" მოდრიჩს თანამშრომლობის გაგრძელებას შესთავაზებს
ვრცლად

08-05-2022 09:28
4 149
ასე ერთობიან გრასიანო პელე და მისი მეგობარი გოგონა სანაპიროზე
ვრცლად

06-05-2022 18:05
602
მბაპეს დედამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა
ვრცლად

05-05-2022 15:49
1 037
4 სიტვა, რომელიც ანჩელოტიმ პერესს თამაშის შემდეგ უთხრა
ვრცლად