დღის ახალი ამბები

"ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამას ვნანობ" - ნინო ოძელაშვილის გულახდილი განცხადება

"ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამას ვნანობ" - ნინო ოძელაშვილის გულახდილი განცხადება

პანდემიამ ევროპის ორგზის ჩემპიონსა და სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ნინო ოძელაშვილს ბევრი გეგმა ჩაუშალა.

 ახლა დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობს და აქტიურად ვარჯიშობს. სპორტსმენმა გულახდილად აღიარა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გათხოვებას ნანობს.

- "ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი" (აინშტაინი).- შეცდომებზე უნდა ისწავლო, მაგრამ ზოგი ამასაც ვერ ახერხებს და დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც არ ცდილობს. შეცდომებს ყველა ვუშვებთ და ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ. არის რაღაცები, რასაც დღემდე ვნანობ - ყველაზე მეტად კი ვნანობ იმას, რომ გავთხოვდი. პროფესიულ კარიერაშიც, ისევე, როგორც ყველა სპორტსმენს, შეცდომები მეც დამიშვია და გული დამწყვეტია, რადგან შემეძლო, მეტისთვის მიმეღწია, კონკრეტულ სიტუაციაში რაღაც რომ არ შემშლოდა. თუმცაღა, ამან უფრო გამაძლიერა.

სრული ვერსია  kvirispalitra.ge -ზე 




გაზიარება
მოინახულეს 3 110-ჯერ
კომენტარები
რეკლამა