ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მეზობლად მცხოვრები პირი და ის მძღოლი გამოიკითხნენ, რომელმაც გასული წლის 21 მაისს ნეკა დოროყაშვილი, ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებლიდან წამოიყვანა.
"ბავშვი ტიროდა და უკან იხედებოდა" - თქვა მოწმემ, თუმცა ირწმუნება, რომ ვერ შეამჩნია ძალადობის კვალი ნეკა დოროყაშვილზე. რაც შეეხება მეორე მოწმეს, ჩოგბურთელის მეზობელმა პროკურატურა ძალადობაში დაადანაშაულა.
დაკითხვისას გამომძიებელს პროკურორი ტელეფონზე ურეკავდა. ის კი ჩვენებას ცვლიდა - დროს, წუთებს მიცვლიდა. ამის შემდეგ შევეწინააღმდეგე, ვიკამეთეთ, შემდეგ ცუდად გახდა და ხელი მოვაწერე"- თქვა მან.
მოწმის ხმაურიან განცხადებას სხდომის დასრულების შემდეგ, ბასილაშვილის მეზობელს პროკურორმა უპასუხა. საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, მოწმემ იცრუა.
ეს არის ცრუ ინფორმაცია, თითქოს, ბრალების მხარე რომელიმე მოწმეზე ზეწოლას ახორციელებდა. აღნიშნულს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ამ დრომდე აღნიშნულის თაობაზე არც ერთ პირს არ განუცხადებია და მხოლოდ დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, თითქოს ბრალდების მხარე ზეგავლენას და ზეწოლას ახორციელებდა"- თქვა პროკურორმა.
რაც შეეხება ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველს, ანა თავხელიძის თქმით, ძირითადი გარემოებები, რაზეც დაზარალებული საუბრობდა, მოწმეებმა დაადასტურეს.
„დაადასტურეს, ის, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა სთხოვა მათ ბასილაშვილების სახლიდან გარიდება, ის, რომ ბავშვი ტიროდა. ასევე, დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ნელი დოროყაშვილი მანქანით მგზავრობის დროს 112-ში დარეკვას ცდილობდა"- თქვა ადვოკატმა. ბასილაშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ ბავშვი იმიტომ ტიროდა, რომ "მას მამასთან უნდოდა".
წყარო: newposts.ge
ბასილაშვილ-დოროყაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე ალაპარაკდა - რა ჩვენება მისცა მძღოლმა სასამართლოს
17-02-2022, 10:28
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად