ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე მასსა და ყოფილ მეუღლეს, ნელი დოროყაშვილს შორის არსებული დაპირისპირების ამსახველ აუდიო და ვიდეომტკიცებულებებს იკვლევენ. ნელი ამტკიცებს, რომ ნიკოლოზმა მასზე იძალადა, როდესაც ის აშშ-ში ჩავიდა.
„თმაშიც მწვდა, რამდენიმე დარტყმა იყო, ეს ვიდეო გადავიღე, რადგან დიდხანს გაგრძელდა ძალადობა. იმდენად აფექტში იყო, ტელეფონი რომ მეჭირა, ვერც ხვდებოდა, მაგრამ მეშინოდა", - განაცხადა დოროყაშვილმა გამომძიებელთან.
ვიდეოჩანაწერში რამდენიმე წამით ჩანს ნიკოლოზ ბასილაშვილი და ისმის ნელი დოროყაშვილის ტირილი.
"გამაგებინე, რატომ მირტყამ, რა ღირსი ხარ შენ რომ ვინმე შენზე ტიროდეს, წადი აქედან, მომშორდი, რის გამო მირტყამ? ამას ლუკასი არ გაპატიებს, მომშორდი, რაში მჭირდები... ჩემ ცემას ლუკასი არასდროს გაპატიებს", - ისმის დოროყაშვილის ხმა ვიდეოჩანაწერში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასამართლოში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ დორიყაშვილი არასამთავრობის მიერ იყო დარიგებული, რომ ეს სიტყვები ეთქვა.
“წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობიებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო. ვიდეოს მომიშვერდა რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი წლების განმავლობაში, რომ ეფექტური ყოფილიყო", - განაცხადა ბასილაშვილმა პროცესზე.
სხდომაზე აჩვენეს დოროყაშვილის მიერ გამომძიებლისთვის ნაჩვენები ფოტოსურათებიც, რაზეც დაზარალებული ამბობს, რომ კეკელიძეზე, ავტომობილში მომხდარი ძალადობის შემდეგ, მეორე დღეს არის გადაღებული. ფოტოსურათზე დოროყაშვილს სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები ეტყობა.
სასამართლო პროცესზე ასევე გამოიკვლიეს დოროყაშვილის მიერ ტელეფონით განხორციელებული ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი გაკეთებულია ავტომანქანაში, სადაც ბასილაშვილი და დოროყაშვილი იმყოფებიან. ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება, რომ მას არ ენდობა.
"მე არ მჯერა შენი, შენ ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მე ურთიერთობა დავასრულე. შენ ხარ უსაქმური ადამიანი", - მიმართავს ბასილაშვილი დოროყაშვილს, რაზეც ის ასე პასუხობს: "ვერ იხსენებ რატომ არ გჯერა ჩემი, ამის ფაქტი არ გაქვს".
"მე არ მინდა შენთან ერთად კონტრაქტის ქვეშ ყოფნა, არ გენდობი. მე არ გენდობი შენ, ნელიკო. ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები... შენ მატყუარა გოგო ხარ, სახლში ავუვარდი დედაშენს და ვაგინე?", - მიმართავს ბასილაშვილი მეუღლეს.
ჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს, რომ ის სასამართლოს სარჩელით იმ დღესვე მიმართავდა და ვალდებულებებისგან გათავისუფლდებოდნენ.
"შენ ქონება გაღელვებს მხოლოდ.... რატომ დაასკვენი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა წაგართვა.... მართლა გგონია, რომ მამაჩემი გართმევს ქონებას?"- მიმართავს დოროყაშვილი მეუღლეს, რაზეს ის ასე პასუხობს: "მე არ მჯერა არც შენი და არც შენი მშობლების", - მიმართავს ბასილაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.
წყარო: newposts.ge
შენ მატყუარა გოგო ხარ... ვიდეოს მომიშვერდა და ამბობდა: რატომ მცემო, ეს იყო დაგეგმილი - ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე
1-10-2022, 18:06
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად