დღის ახალი ამბები

„ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ასე იქნება ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც და ყველგან… გიტყდებათ სიმონ?“ -

„ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ასე იქნება ფეხბურთშიც, პოლიტიკაშიც და ყველგან… გიტყდებათ სიმონ?“ -

ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ რამდენიმე კვირის წინ Geo Team-თან ჩაწერილმა ვიდეომ, სადაც გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საუბარია კითხვა-პასუხის იმ ნაწილზე, როდესაც გველესიანმა ქალთა ფეხბურთზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ „მისი პირადი აზრით, ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის“.

ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი გოგი გვახარია გველესიანის ვიდეოსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკას საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტით ეხმაურება და წერს, რომ „იცვლება სამყარო, ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“.
„ქართველ კაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ ცოლს(შეყვარებულს) როცა დაშორდებიან, ქალები უმწიკვლო ქალწულებად უნდა გადაიქცნენ და არავინ მიიკარონ ახლოს.
უტყდებათ, სიმონ:( კაცურ ამბავში.

აქედან იწყება ძალადობა და ყოვლად საზარელი ისტორიები.
რაც შეეხება ქალების ფეხბურთს. კინოზეც ასე იყო. კინორეჟისორი-ქალი რაღაც ეგზოტიკად აღიქმებოდა. დიდი ფესტივალების საკონკურსო პროგრამაში ერთი-ორი ქალი ჩნდებოდა ხოლმე. მერე დაიწყო კვოტების ეპოქა. აყიყინდნენ. რა წესიაო, ქალი რადგანაა ამიტომ სვამენ კონკურსებშიო. კი, ბევრი ცუდი ფილმი იყო და დიახ, ხელოვნურად სვამდნენ. მაგრამ გავიდა დრო და ახლა რა ხდება კი ხედავთ. ქალებმა გაუსწრეს კაცებს კინოში, უკან ჩამოიტოვეს. ბევრად უფრო თამამ ფილმებს იღებენ. უფრო გაბრაზებულ ფილმებს. უფრო ცოცხალ ფილმებს. კი ბატონო, შურს იძიებენ! და ასე იქნება პოლიტიკაშიც, ფეხბურთშიც და ყველგან.
გიტყდებათ სიმონ? რას იზამთ,მეც ბევრი რამე მიტყდება. მაგრამ იცვლება სამყარო. ძალადობიდან, კაცური თვითდამკვიდრებიდან თანასწორობისკენ“, – წერს გოგი გვახარია.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 219-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ფეხბურთი ქალების საქმე ნაკლებად არის..." - გიორგი გველესიანის განცხადებას ხატია დეკანოიძე ეხმაურება
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. "ჩოგბურთელებში ეს არ იმალება" - ნეკა დოროყაშვილი ქორწინების დროს სხვა კაცებთან ურთიერთობაში ამხილეს
  4. "სერენა უილიამსთან და მარია შარაპოვასთან ამას მხოლოდ ნეკა თუ იზავდა"
  5. სკანდალი ბასილაშვილების ოჯახში - “ნიკა არც “ჰერმესს” აკლებდა და არც “დოლჩე გაბანას” ცოლს” – რას წერს ბასილაშვილის ახლობელი სოციალურ ქსელში
რეკლამა