დღის ახალი ამბები

"საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით" - რა უპასუხა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანური პრესის შეკითხვას, რომელიც ქართველ ხალხს ეხებოდა?

"საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით" - რა უპასუხა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანური პრესის შეკითხვას, რომელიც ქართველ ხალხს ეხებოდა?

საქართველოს ნაკრებისა და ლევანტეს ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა და რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ეხებოდა, თუ როგორი ხალხია ქართველები, რაზეც ფეხბურთელმა საინტერესო პასუხი გასცა:

"საქართველოში დგას ძალიან დიდი ქანდაკება, რომელიც არის ქალი ღვინით და ხმლით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გვესტუმრებით და ჩვენი მეგობრობა გინდათ, მიგიღებთ ღვინით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისიამოვნოთ. მაგრამ თუ ცუდი განზრახვით მოხვალთ, ხმლით დაგხვდებით. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ გონებრივად და ფიზიკურად. მრავალი ომი გამოვიარეთ, მაგრამ მაინც შევინარჩუნეთ ენა, ტრადიციები, რელიგია და მიწა. ასეთი პატარა ქვეყანა რომ ასეთ დიდ წარმატებებს აღწევს, ბევრის მთქმელია. ბოლო-ბოლო, UFC-ში 2 ჩემპიონი გვყავს."
წყარო: Gazzetta News




გაზიარება
მოინახულეს 12 215-ჯერ
კომენტარები
რეკლამა