დღის ახალი ამბები

ლეგენდარული ჰაკუჰოს კომენტარი კოკაიზე და საქართველოში ჩამოსვლაზე

ლეგენდარული ჰაკუჰოს კომენტარი კოკაიზე და საქართველოში ჩამოსვლაზე
25-01-2021, 12:37

სუმო უძველესი სპორტის სახეობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

თანამედროვე სუმოს მხილველი ადამიანები განსაკუთრებული სიმდიდრით დააჯილდოვა ამ სპორტის სახეობამ, ვინაიდან ჩვენს ეპოქაში ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი სუმოისტი ჰაკუჰო ასპარეზობს, რომელმაც კომენტარი საქარველოში ჩამოსვლაზეც კი გააკეთა.


"ვფიქრობ, რომ როგორც იაპონელი მაყურებელი აღიარებს ტოჩინოშინის შეუპოვარ სულს, არცერთ სუმოს გულშემატკივარს არ აქვს უფლება, რომ მასში ეს თვისება ვერ დაინახოს. თქვენი ქვეყნის ერთგულმა წარმომადგენელმა უამრავი და უმძიმესი ტრავმები გადაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ახლაც აწუხებს. ჩემი პირადი აზრია, რომ ტოჩინოშინი გამოჯანმრთელების შემდეგ საკუთარ თავს კვლავ მაღალ დონეზე წარმოაჩენს."

"ვიცი, რომ საქართველოში ამჟამად ყოფილი სუმოისტი კოკაი იმყოფება – მან და მე კარიერა ფაქტობრივად ერთდროულად დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, თქვენს ქვეყანას ვეწვევი და მასაც აუცილებლად შევხვდები."


გაზიარება
მოინახულეს 837-ჯერ
კომენტარები
რეკლამა