მარია ანდრეიჩიკმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შუბის ტყორცნაში მოპოვებული ვერცხლის მედალი აუქციონზე გაყიდა, რათა რვა თვის ბიჭუნას გულის ოპერაციის გაკეთებაში ფინანსურად დახმარებოდა.
25 წლის სპორტსმენი აცხადებს, რომ საკუთარი ჟესტით აპირებს მაგალითი მისცეს სხვა ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის საშუალება, რომ სხვადასხვა საჭირო ოპერაციების დროს ოჯახებს დაეხმარნონ.
ანდრეიჩიკი საერთოდ არ იცნობს იმ რვა თვის ბიჭუნასა და მის ოჯახს, რომელსაც ფინანსურად დაეხმარა. ეს ოჯახი მალე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ოპერაცია ჩატარდება. როგორც ცნობილია, ოპერაცია 250 000 დოლარი ღირს, სპორტსმენმა კი საკუთარი მედლის გაყიდვით მიღებული მთლიანი თანხა – 125 000 დოლარი ბავშვის ოჯახს გადასცა.
კომენტარები
25-11-2024 13:05
999
„ბებია გავხდი...“ - რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის დედა
ვრცლად
25-11-2024 08:12
567
ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა
ვრცლად
24-11-2024 08:57
62
სანიოლი: მნიშვნელოვანია სად მივდივართ - ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა
ვრცლად
24-11-2024 08:11
1 025
ცნობილია რა ანაზღაურებას სთავაზობს ბარსელონა კვარაცხელიას
ვრცლად