ბრიტანული გამოცემა The Athletic წერს, რომ შოთა არველაძე ჩემპიონშიფში მოასპარეზე ჰალ სიტის მომავალ კვირაში ჩაიბარებს.
წყაროს ინფორმაციით, თურქ ტელემაგნატ აჯუნ ილიჯალის კლუბი ოფიციალურად გუშინ, 19 იანვარს გადაეცა. გუნდმა ახალ მფლობელს მისვლა ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ბლექბერნის საკუთარ მოედანზე დამარცხებით (2:0) მიულოცა.
მიუხედავად ამ გამარჯვებისა, 'ატლეტიკის' ცნობით, ჰალის ამჟამინდელი დამრიგებელი გრენტ მაკანი პოზიციას მხოლოდ მომდევნო მატჩამდე შეინარჩუნებს. ჰალი 22 იანვარს გასვლაზე ბორნმუთს შეხვდება, შემდეგი თამაში კი 29 იანვარს ელის. 'ატლეტიკი' წერს, რომ სუონსისთან გუნდს უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და უდიდესი ალბათობით, ეს შოთა არველაძე იქნება.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჰალი სიტის სავარაუდო მწვრთნელთა სიაში რამდენიმე კანდიდატია, თუმცა ქართველი სპეციალისტი ფავორიტი და ერთადერთი რეალური კანდიდატია.
THE ATHLETIC: შოთა არველაძე ინგლისურ გუნდს მომავალ კვირაში ჩაიბარებს
20-01-2022, 16:37
---
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად