დღის ახალი ამბები

"ქართველებო, გული ამიჩუყდა... Forza საქართველო" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებული იტალიელები საქართველოზე?

"ქართველებო, გული ამიჩუყდა... Forza საქართველო" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიათი აღფრთოვანებული იტალიელები საქართველოზე?
4-09-2022, 11:33
---

"ნაპოიტალიის საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიელებს საქართველო და ქართველები სხვა კუთხით დანახა.

ExclusiveTV.ge-ს იტალიაში მყოფი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის მიერ, ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომზადებულმა იტალიურ ენოვანმა რეპორტაჟმა არაერთ იტალიელს გაუჩინა საქართველოს მონახულების ძლიერი სურვილი.

გასული სიუჟეტების კომენტარებში ხშირად შეგხვდებათ იტალიელების შეფასებები, რომლებიც დაინტერესდნენ ჩვენი ქვეყნის კულტურით, ანბანით, ცხოვრების წესითა და ტრადიციებით.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

- ვფიქრობ, მალე ვესტუმრები საქართველოს, ძალიან საინტერესო ქვეყანაა.

- კვარაცხელიას Napoli-ში ჩამოსვლის შემდეგ დავინტერესდი საქართველოს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმებით და ვნახე, რომ საოცრად საინტერესო და მომხიბვლელი ერია. Forza საქართველო, მოკითხვა ნეაპოლიდან!

- შესანიშნავი ერი, თავმდაბლები... ქართველებო, გული ამიჩუყდა. აუცილებლად ვეწვევი საქართველოს. ღმერთმა დალოცოს თქვენი თავმდაბალი ქვეყანა.

- “ეს რა ისტორია აქვს საქართველოს. როგორ მშურს უბრალო ქართველების, სიამაყე, შეგრძნება, რომ რაღაცის ნაწილი ხარ, ერთიანობა, ჩვენთან ეს არასდროს არსებობდა, გაუმარჯოს საქართველოს!”

- როგორც Napoli-ს დიდი გულშემატკივარი, რითაც ძალიან ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ, მინდა მადლობა გადავუხადო ამ ბიჭს. მადლობა იმისათვის რასაც აკეთებს და მომავალში გააკეთებს. იყავი ამაყი იმისა გამო, რასაც აკეთებ საკუთარი თავისთვის და შენი ხალხისთვის. მართლაც მთელ მსოფლიოს აცნობ შენს ქვეყანას და უმაღლეს საფეხბურთო მიღწევებს გისურვებ როგორც შენ, ასევე შენს საყვარელ საქართველოს და ასევე ჩემს ბებერ სიყვარულს Napoli-ს. მადლობა კვარაცხელიას და მადლობა ქართველ გოგონებს, ულამაზესები ხართ.

- პირველივე დღეს, როგორც კი ვნახე ამ ბიჭის თამაში, მაშინვე მივხვდი, რომ უმაღლესი კლასი იყო. იმედი მაქვს დიდხანს დარჩება გუნდში, ჩვენ ის უკვე გვიყვარს.

- საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანა ჩანს, ვინ იცის, ერთ დღეს იქნებ ვესტუმრო კიდეც.

- თქვენ ალბათ ნინო გქვიათ (გულისხმობს ჟურნალისტს), ცნობილი წმინდანის პატივსაცემად. საქართველო საოცარია. 12-ჯერ ვარ ნამყოფი. მომწონს ხალხი და კერძები, ღვინო, მონასტრები, ქალბატონები. მიხარია, რომ ქართველი ცნობილი გახდა აქ!

წყარო: exclusivetv.ge & tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 17 370-ჯერ
კომენტარები
რეკლამა