წინა ოლიმპიადაზე ქართული წარმოშობის ძიუდოისტმა, ლუკა მხეიძემ საფრანგეთის სახელით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლუკა მხეიძე 60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობდა. მან სამხრეთ კორეელი ჯინ ვონ კიმი იპონით დაამარცხა და ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ავიდა. 25 წლის ძიუდოისტი უკვე მე-6 წელია საფრანგეთის სახელით ასპარეზობს. ტოკიოს ოლიმპიადამდე მისი ყველაზე დიდი მიღწევა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე ლისაბონში მოპოვებული ვერცხლის მედალი იყო.
ლუკა მხეიძე, 1996 წლის 5 იანვარს, თბილისში, დაიბადა. საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონმა ოჯახთან ერთად საქართველო 2009 წელს, 12 წლის ასაკში დატოვა. რვა თვის განმავლობაში ოჯახი პოლონეთში ცხოვრობდა, 2010 წელს პარიზში ჩავიდნენ, სადაც პოლიტიკური სტატუსით თავშესაფარი ითხოვეს. საფრანგეთის მოქალაქეობა ლუკამ 2015 წელს მიიღო.
2018 წელს იგი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართული წარმომავლობის სპორტსმენმა რობერტ მშვიდობაძემ სძლია. 2021 წელს ლუკა მხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე 60 კგ წონით კატეგორიაში, ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
საფრანგეთი ზაფხულის 32-ე ოლიმპიადაზე ტოკიოში 398 სპორტსმენითაა წარმოდგენილი და ქართველი ლუკა მხეიძე პირველი მათგანია, ვინც ფრანგებს მედალი მოუტანა.
ლუკა დაქორწინებული არ არის. მას სამი და ყავს. მესამე, ყველაზე უმცროსი და საფრანგეთში დაიბადა.
ვეკო მხეიძე ლუკას უფრო და:
"ლუკა ყოველთვის ამაყობს თავისი წარმოშობით, რადგან სწორედ საქართველოში ჩაეყარა ფესვები მის კარიერას. სამშობლოში ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი და მისი ოჯახის ნაწილიც ისევ იქ ცხოვრობს. ისინი ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს. მას წარმოუდგენილი შრომის ფასად დაუჯდა ამ წარმატების მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმატებით ჭიდაობდა, საფრანგეთში ყველაფერი ნულიდან დაიწყო.
გადალახა ბევრი დაბრკოლება, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სიძნელეები. 2015 წელს, მისი დამსახურებების და სპორტული წარმატების საფუძველზე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რამაც საშუალება მისცა მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო შეჯიბრებებში და უფრო მეტად განვითარებულიყო სპორტული თვალსაზრისით.
დღეს, როგორ საფრანგეთი, ისე საქართველო ამაყობს მისი წარმატებით, იღებს მოლოცვებს ორივე ქვეყნიდან. მას არასდროს ავიწყდება საკუთარი ფესვები და ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებს საქართველოში გატარებულ ბავშვობას."
"არასდროს ავიწყდება საკუთარი ფესვები. ბევრი დაბრკოლება გადალახა, ფინანსური თუ ფსიქოლოგიური სიძნელეები" - ვინ არის და როგორ ცხოვრობს ქართველი, რომელიც საფრანგეთის სახელით ოლიმპიური მედლის მფლობელია
4-09-2023, 07:37
---
კომენტარები
22-11-2024 15:02
0
ერთა ლიგის B ჯგუფში დარჩენისთვის საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ვრცლად
21-11-2024 22:57
199
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
8 537
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
468
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად