დღის ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების ბოლო შანსი

საქართველოს ნაკრების ბოლო შანსი



ევრობასკეტის C ჯგუფის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა.


მატჩი ჩვენი ნაკრებისთვის რთულად დაიწყო — ბოსნიელებმა პირველივე წუთებიდან უპირატესობა მოიპოვეს და ტაიმი 47:35 მოიგეს. მეოთხე მეოთხედის ერთ მომენტში ჩვენმა ნაკრებმა შეძლოა ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ შემდეგ ბოსნია კვლავ წინ გაიქცა და საბოლოოდ შეხვედრა 84:76 მოიგო.


საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო იყო სანდრო მამუკელაშვილი – 19 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი. კამარ ბოლდუინმა 18 ქულა შეაგროვა, გოგა ბითაძემ – 15. ბოსნიელთა ლიდერი იუსუფ ნურკიჩი 15 ქულითა და 11 მოხსნით გამოირჩა.


ჯგუფური ეტაპი საქართველომ 2 გამარჯვებითა და 3 მარცხით დაასრულა. ახლა ჩვენი გუნდის ბედი საბერძნეთ–ესპანეთის მატჩზეა დამოკიდებული: ბერძნები თუ მოიგებენ, საქართველო მერვედფინალში გავა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის ევრობასკეტი დასრულდება.





  • გაზიარება
    მოინახულეს 489-ჯერ
    რეკლამა