დღის ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები კაუნასში ლიეტუვას დაუპირისპირდება


10-08-2025, 07:54

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიური შეკრება დაასრულა და მორიგი ამხანაგური მატჩის გასამართად ლიეტუვას ესტუმრა, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან დღეს, 21 საათზე ითამაშებს. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული გუნდი 26 ივლისიდან კურრტ იურმალაში ემზადებოდა, სადაც 4 და 7 აგვისტოს ორი დახურული ტიპის სპარინგმატჩი გამართა, შესაბამისად, ისრაელის და ესტონეთის ნაკრებებთან. პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 10 ქულით წააგო, ხოლო მეორე – ხუთით.

ესტონეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ნაკრები მეზობელ ლიეტუვაში ავტობუსით გადავიდა და ქალაქ კაუნასში, სასტუმრო „რედისონში“ დაბინავდა. ჩვენი გუნდი კაუნასში 15 კალათბურთელით ჩავიდა: რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, სანდრო სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი სულაბერიძე, ბექა ბურჯანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი შერმადინი და ილია ლონდარიძე.

ეროვნულ გუნდს 9 აგვისტოს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც კაუნასში  ტორონტოდან ჩაფრინდა.

ლიეტუველები მოახლოებული მატჩისთვის საგანგებოდ ემზადებიან და 15000-ათასიანი „კაუნო არენის“ გავსებას ელოდებიან.


წყარო: 1tv.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 47-ჯერ
    რეკლამა