UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ჩემპიონობისთვის მიღებული თანხით, ბერი ანდრიას ფონდის შვილობილს ოპერაცია დაუფინანსა, ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
"ჩვენი ფონდის მეგობრების გამარჯვება ყოველთვის გვახარებს! განსაკუთრებით, მაინც ჩვენი კეთილი ნების ელჩის გამარჯვებებით ვხარობთ!
შავი ქამრის მფლობელმა ჯიუ-ჯიცუში, ორი ქვეყნის - საქართველოსა და ესპანეთის სასახელო სპორტსმენმა, ჩვენმა კეთილი ნების ელჩმა ილია თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა.
ილიას დედა, ინგა ბენდელიანი, ჩვენი თინათინის, ბერი ანდრიას დედას ყრმობის მეგობარია. ქალბატონი ინგა, მეუღლესთან ზაზა თოფურიასთან და შვილებთან ერთად, წლებია ევროპაში ცხოვრობს. მანძილი მეგობრობობისთვის დაბრკოლება არ გახლავთ - ხშირად გვკითხულობს და საქართველოში ჩამოსული, აუცილებლად გვსტუმრობს.
კეთილი, ყურადღებიანი მშობლების აღზრდილი შვილის საქციელი არ გაგვკვირვებია, გვიხარია და გვეამაყება, რომ, MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის UFS პირველი ქართველი ჩემპიონი ილია “EL Matador” თოფურია, ჩვენი ფონდის გამორჩეული კეთილი ნების ელჩია.
მრავალი წარმატება ილიას!" - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ambebi.ge
"ილია თოფურიამ, საოცნებო გამარჯვებისთვის მიღებული თანხით ჩვენი ერთ-ერთი შვილობილის ოპერაცია დააფინანსა" - რა ინფორმაციას აქვეყნებს "ბერი ანდრიას ფონდი"
17-03-2024, 10:19
კომენტარები
06-10-2024 12:25
973
რა სიტყვებით გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე თამაშს ?
ვრცლად
06-10-2024 10:08
371
ზურიკომ "აიწყვიტა" - "სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ჰეთ-თრიკით გაიმარჯვა: რა შეფასება მიიღო ჩვენებურმა ?
ვრცლად
06-10-2024 09:34
839
მსოფლიოს ორი უდიდესი გრანდი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას გეგმავს – რა სასიხარულო ინფორმაცია გახდა ცნობილი
ვრცლად
06-10-2024 08:20
149
UFC | რომან დოლიძემ ტექნიკური ნოკაუტით კევინ ჰოლანდი დაამარცხა
ვრცლად