"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი "კოკა-კოლაზე" წყლის სასარგებლოდ.
რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში პორტუგალია-უნგრეთის მატჩის წინ, ბუდაპეშტში გამართული პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული "კოკა-კოლას" ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა "Agua", რითაც დამსწრე საზოგადოებას მიანიშნა, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, "კოკა-კოლას" აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა $55-მდე და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული.
"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია",- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც "კოკა-კოლასა" და "მაკდონალდსის" ფრანჩაიზს ფლობს, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში.
მას შემდეგ, რაც რონალდუს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა UEFA-მ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლასა" და "კოკა-კოლა ზეროს" გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა "მანჩესტერ იუნაიტედის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური "ჰეინეკენის" ბოთლი გადადო მაგიდიდან.
წყარო: businessformula.ge
თემურ ჭყონიამ კრიშტიანუ რონალდუ გააკრიტიკა
16-06-2021, 19:51
გაზიარება
მოინახულეს 1 567-ჯერ
კომენტარები
24-04-2024 10:32
164
"ამ ბიჭის წონა გამარჯვებები მოუტანეთ ქვეყანას და მერე ილაპარკეთ“ - ზურა ხაჩიძე დავით კაჭარავაზე
ვრცლად
24-04-2024 09:05
323
ზურიკო დავითაშვილის მორიგი ბრწყინვალე გოლი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)
ვრცლად
23-04-2024 12:49
903
ფონდი "ქართუს" ჯილდო ეროვნულ ნაკრებს
ვრცლად
23-04-2024 09:46
147
“ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს დავკარგავ – შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე, სიმართლის გზაზე წავიყვანოთ” – გიორგი ქოჩორაშვილი
ვრცლად