საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი, დამსახურებული მწვრთნელი ძიუდოსა და სამბოში, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ძიუდოში, სპორტის ოსტატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ასეთი რეგალიები აქვს საქართველოს ოლიმპიური გუნდის მთავარ ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს.
ის ტოკიოში, ოლიმპიადაზე მაშინ ატირდა, როცა ლაშა ბექაური ფინალში გავიდა. ბატონი ზურაბი იმ მომენტში დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, რადგან ლაშას დიდი ტრავმის მიუხედავად, საჭიდაოდ გასვლის უფლება მისცა. მან ოლიმპიადასა და საკუთარი ცხოვრების გზაზე ,,სარკეს” უამბო:
– ძალიან ემოციური ვარ. ვცდილობ, სპორტსმენმა არ დაინახოს, შეჯიბრისას როგორ განვიცდი, მაგრამ, როდესაც ის მუხტი იხსნება, მერე ემოციებს ვეღარ ვაჩერებ. ალბათ სულ ერთი-ორჯერ ავტირებულვარ. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ანექსიას ახორციელებდა და ორი ოქრო ავიღეთ ზუსტად იმ დღეებში… ის იყო გამარჯვებაც, ბოღმაც, ამოძახილიც, უსუსურობაც, ძლევაც და ყველაფერი ერთად. უიარაღოდ გავიმარჯვეთ.
ახლა კი ბექაურს იმხელა ტრავმა ჰქონდა… დავძახოდი, 300 არაგველის შთამომავალი ხარ-მეთქი. ეს იყო სიხარულის ცრემლები. ვაჯობეთ ყველას, ვინც ხელს იშვერდა, რომ არაფერი გამოგვივიდოდა.
– შეცდომა დაგიშვიათ?
– სამედიცინო – არა და ცხოვრებისეული შეცდომები დამიშვია.
– ცხოვრებისეულ შეცდომებში რას გულისხმობთ?
– ათას რამეს. შეიძლება რაღაცის კარგად შესწავლა არ მოვინდომე… მთავარია, აღიარო და გამოსწორება შეძლო.
– მრავალშვილიანი მამა ხართ. თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია მოგვიყევით.
– 4 შვილი მყავს. მეუღლე, თამარ ხახუტაიშვილი, ქიმიკოსი იყო, ახლა კი შვილების დევნაშია. 2 ბიჭი და 2 გოგო მყავს. შექსპირიდან ნასწავლი მაქვს – ერთი ნახვით სიყვარულის წამალი ის არის, მეორეჯერ კარგად რომ დააკვირდეო. პირველად რომ დავაკვირდი, ერთი შვილი გაჩნდა, მეორედ – მეორე და ასე, ყველა შეჯიბრიდან დაბრუნებულს მოტივაცია მქონდა, კიდევ გაჩენილიყო შვილი. ბედნიერი მამა ვარ.
წყარო - "სარკე"
"ცოლს რამდენჯერაც დავაკვირდი, იმდენი შვილი მეყოლა” - ზურაბ კახაბრიშვილი
13-01-2022, 12:23
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად