იუმორისტი და სცენარისტი, ნიკა ქავთარაძე გუშინ "დინამო არენაზე" გამართულ მატჩსა და ქართველ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელში აფასებს.
"გუშინდელ თამაშზე.
სტადიონზე მისული მაყურებლის მაქსიმუმ 50% იყო ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული, მცოდნე და გულშტმატკივარი. მეორე ნახევარი იყო ხვიჩას გამო მოსული.
ნებისმიერ მომენტში.
ხოდა, ძალიან კარგია, რომ ამ ხალხს გუშინ იმედი არ გაუცრუვდა.
ასე ნელნელა გაჩნდება ახალი მაყურებელი, რომელსაც კონკრეტული ფეხბურთელები შეაყვარებენ ფეხბურთს.
რაც შეეხება ფეხბურთში უკეთ გარკვეულ ნაწილს გუშინდელი თამაში მაინცდამაინც არ მოეწონა - არცაა გასაკვირი.
მე ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა შემდეგი:
საქართველოს ნაკრებს რამდენიმე კაშკაშა ვარსკვლავი ჰყავს. მამარდაშვილი არის უმაგრესი ფეხბურთელი, ძალიან დიდი მომავლის მქონე!
კაშია არის ძალიან მაგარი კაპიტანი!
ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, დაფრინავს. გუშინ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ხვიჩას შეუძლია ისე ითამაშოს, შეცდომებს გადაგავიწყოს
ბევრზე შეიძლება ცალცალკე დაწერა, მაგრამ ბუდუზე მინდა ვთქვა.
პასი, რომელიც მან ხვიჩას გაუკეთა, ბუდუს აქცევს დიდ ადამიანად.
მან ზუსტად იცოდა ამ პასის შედეგი, ზუსტად იცოდა ათეულობით ათასი სტადიონზე მყოფი და მილიონობით ეკრანებთან მსხდომი ხალხის სურვილი და მოლოდინი - ენახათ ვარსკვლავის გოლი, ნაკრების თამაშში.
ამის გააზრება მეკარესთან პირისპირ დგომისას და წამის მეათედში ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუდუს მსოფლიოს დიდი ფეხბურთელების რანგში ასვლას განაპირობებს.
ყოჩაღ, ბუდუ!
P.S. ერთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. მოგებული თამაშის ბოლოს მთელმა სტადიონმა უნდა ვიყვიროთ ხოლმე “შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ! შეგძლებიათ!", - წერს ნიკა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა.
წყარო: tia.ge
"ასეთი გადაწყვეტილების მიღება ბუდუს მსოფლიოს დიდი ფეხბურთელების რანგში ასვლას განაპირობებს. ყოჩაღ, ბუდუ!"- რას წერს ნიკა ქავთარაძე ქართველ ფეხბურთელებზე?
24-09-2022, 18:09
გაზიარება
მოინახულეს 1 395-ჯერ
კომენტარები
30-04-2024 08:02
259
მამარდაშვილი ბარსასთან გააძევეს (ვიდეო)
ვრცლად
29-04-2024 15:36
178
ქართველმა მოკრივემ რუს მეტოქესთან ორთაბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა - რა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე?
ვრცლად
28-04-2024 10:27
3 758
დასახელდა მთავარი მიზეზი, რის გამოც კვარაცხელიას ბევრი გოლი ვერ გააქვს
ვრცლად
28-04-2024 10:21
791
რა კომენტარებს წერენ იტალიელი ქომაგები ხვიჩას შესახებ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ კვარა შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს
ვრცლად