იტალიური კლუბის "ნაპოლის" ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ არამხოლოდ ქართველთა გულები დაიპყრო და გააერთიანა, არამედ მან მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჩინა თავისი გულშემატკივრები.
"ნაპოლისთან“ დაახლოებულმა ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ AreaNapoli.it ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატია მოამზადა, რომელსაც "პრაიმტაიმი" აქვეყნებს:
„ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს სიმბოლოდ იქცა. შემთხვევითი არ არის, რომ მის თამაშებს სამშობლოში დიდ ეკრანებზე უყურებენ. იმასაც შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველ გულშემატკივართა დიდი ჯგუფი „სასუოლოსთან“ თამაშზეც იმყოფებოდა.
კვარაცხელიამ ამ თამაშში გოლიც გაიტანა. ქართველი ტალანტის შედეგები შთამბეჭდავია: ყოველ 62 წუთში 1 გოლი, 1 ასისტი, ან 1 პენალტი. სპალეტისთვის ის ფაქტობრივად შეუცვლელი ფეხბურთელია.
მან საქართველოში ყველა გააერთიანა, განურჩევლად პოლიტიკისა, აზრისა, ეთნიკური, თუ რელიგიური ნიშნისა. ხშირად, ადამიანებს არ ესმით რატომ და როგორ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.
მთავარია, რომ ვერ გააცნობიერებ, როგორ შეუძლია ფეხბურთს დაგავიწყოს პრობლემები, ტკივილი და სტრესი. კვარაცხელიას ყურების დროს ქართველები 90 წუთით ივიწყებენ ამ ყველაფერს და მხოლოდ მის თამაშზე აკეთებენ აქცენტს. მსოფლიოში საქართველოს ემიგრანტი აღარ ეყოლება. იმის ახსნა, თუ საიდან მოდიან ისინი, აღარ იქნება საჭირო. თამამად შეგვიძლია თქვათ, რომ თქვენ კვარაცხელიას ქვეყნიდან ხართ და ამას ყველა გაიგებს. საქართველო აღარ არის ამერიკის სახელმწიფო, ან სტალინის სამშობლო, ის უკვე კვარაცხელიას ქვეყანაა,“ -აღნიშნულია სტატიაში.
წყარო: tia.ge
საქართველო აღარ არის სტალინის სამშობლო, ის უკვე კვარაცხელიას ქვეყანაა... მსოფლიოში საქართველოს ემიგრანტი აღარ ეყოლება - რას წერენ ხვიჩაზე?
1-11-2022, 09:23
გაზიარება
მოინახულეს 5 007-ჯერ
კომენტარები

15-03-2023 11:45
272
ხვიჩა კვარაცხელიამ გუტის საჩუქარი მიიღო - რა წერია წერილში, რომელიც ეპანელმა ხვიჩას გაუგზავნა? (ვიდეო)
ვრცლად

12-03-2023 09:30
1 008
"პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნული?!" - მერაბ დვალიშვილის ემოციები: რა თქვა მან რუს მებრძოლზე გამარჯვების შემდეგ
ვრცლად

07-03-2023 11:31
332
"მე აუცილებლად გამოგიგზავნი ჩემს 14-ნომრიან მაისურს ხელმოწერით!” - გუტი ხვიჩა კვარაცხელიას
ვრცლად

07-03-2023 07:59
653
"კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, შოთა არველაძეს - ქართველი ხალხის გული"
ვრცლად