დღის ახალი ამბები

„გასახდელში შევედი... პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა... ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ... კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ“ - რა მოხდა „ნაპოლის“ გასახდელში

„გასახდელში შევედი... პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა... ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ... კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ“ - რა მოხდა „ნაპოლის“ გასახდელში
10-05-2023, 12:55

იტალიაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში წერს იტალიელი გულშემატკივრის ისტორიას, რომელიც ამ უკანასკნელს საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" გასახდელში გადახდა.
"ვინც ერთხელ მაინც ყოფილა იტალიაში, სტადიონზე, იცის, როგორ მკაცრად მოწმდება ვინ, სად, როგორ და როდის შედის.
მიუხედავად ამისა, უდინეში, სადაც „ნაპოლი“ ფაქტობრივი ჩემპიონი გახდა, ნეაპოლელი ფანი, სალვატორე, ფეხბურთელების გასახდელში ისე შეიპარა, ვერავინ ვერაფერი შეამჩნია.
ცრემლებამდე ვიცინე რომ ყვებოდა:
”ნი ვიჟუს” (ეს მე ვთარგმნე ასე) ეფექტი გამოვიყენე. მატჩი რომ დამთავრდა, ქვემოთ ჩავედი, ტელეფონიდან თავი არ ამიწევია, ჯიუტად მივდიოდი წინ. ასე მივადექი გასახდელს. გასახდელში რომ შევედი, ჯერ კიდევ არავინ იყო, ფეხბურთელები, ისევ მინდორზე ზეიმობდნენ. პირველი ლობოტკა შემოვიდა, მხოლოდ ტრუსები ეცვა, ხელში შარფი და მაისური ეჭირა, ვთხოვე მოეცა. მერე ქამარი ცოტა შევიხსენი, რომ საჩუქრები შარვალში დამემალა. 
ცოტა ხანში კვარა, კიმი და დანარჩენები შემოვიდნენ. ყველა ერთად მღეროდა, მეც მათთან ერთად ვხტუნაობდი, როგორც მათიანი, ისე აღვნიშნავდი გამარჯვებას. ვის რა მაისურს ვართმევდი აღარ ვიცი, თავი პატარა ბავშვი მეგონა ატრაქციონების პარკში, სანამ რაჰმანიმ არ შემამჩნია. მომიბრუნდა და სიცილით მითხრა - “შენ ვინ “კაცცო” ხარ”?!
 
დაცვამ გასასვლელისკენ წყნარად გამომაცილა. ერთი სურვილი მაქვს, რაჰმანი ვნახო და ვუთხრა, რომ მე ვიყავი”.
 
მიყვარან ნეაპოლელები", - წერს ჟურნალისტი.

წყარო: newposts.ge




გაზიარება
მოინახულეს 785-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ზოგმა არც იცოდა, თუ ასეთი ქვეყანა არსებობდა. შემდეგ გამოჩნდა ხვიჩა... ეს ჩემი პირველი ქართული არდადეგები იქნება"
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა