სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ ნიპარიშვილი ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს:
„მეგობრებმა ტური დავგეგმეთ, ავიაბილეთები ვიყიდეთ თბილისი-ბათუმის „მარშუტკის“ ბილეთის ფასად, დავჯავშნეთ სასტუმროები/აპარტამენტები რომში, ფლორენციაში, მილანში და ყველაფერი რომ მოგვარებული გვეგონა, 2 დღით ადრე რომის აპარტამენტების პატრონი დაგვეკარგა, აღარ გამოდის კონტაქტზე აღარ გვპასუხობს. შევფიქრიანდით, გაუქმება არ გვინდოდა(რომის სულ ცენტრში იყო), მაგრამ მოგვიწია მაინც და ბუქინგზე რომ გავაუქმე მერე მოგვწერა Watsapp-ში, ვნახეო რომ ქართველები იყავითო(ვითომ ფეისბუკზეც შემათვალიერა? ) და ხვიჩა კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენაო, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო.
ახლა ვფიქრობ, ფლორენციაში ალბათ არ უნდა გვეშინოდეს იგივესი, მაგრამ მილანში ალბათ პარკში ან სადგურზე ძილი მოგვიწევს, იქ უფრო გამწარებული იქნება ხალხი. ხვიჩა კვარაცხელია - სანამ იტალიაში ითამაშებ შენ ოღონდ ყოველ წელს ასე გაამწარე სხვა გუნდები და მე თუ გინდა მერე კომოს ან ლაგომაჯორეს ტბის პირას კარავშიც კი დავიძინებ“, - წერს ზურაბ ნიპარიშვილი.
resonancedaily.com
„ხვიჩა კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენა, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლია...“ - რის შესახებ წერს ზურაბ ნიპარიშვილი?
25-05-2023, 10:22
გაზიარება
მოინახულეს 5 017-ჯერ
კომენტარები

03-06-2023 09:19
2
რას საქმიანობს ალისა შმიდთი, რომელსაც მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ ?
ვრცლად

03-06-2023 05:45
188
"ის საწოლში უმაქნისია" - რომელი ცნობილი ფეხბურთელი ამხილა მია ხალიფამ ?
ვრცლად

01-06-2023 11:09
2 388
"კვარაცხელია ღირსეული ქართველია, კალაძე მოღალატეა"
ვრცლად

31-05-2023 08:13
1 769
გოგონა, რომლის გამოც ცნობილმა ფეხბურთელა უდიდესი კარიერა დაინგრია (ფოტოები)
ვრცლად