დღის ახალი ამბები

იტალიის ჩემპიონატი იწყება! - როდის გაიმართება ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრა ?

იტალიის ჩემპიონატი იწყება! - როდის გაიმართება ხვიჩა კვარაცხელიას შეხვედრა ?
17-08-2023, 14:09

ევროპის წამყვანმა ჩემპიონატებმა სტარტი რამდენი დღის წინ აიღო, იტალიის ჩემპიონატი კი ამ შაბათ-კვირიდან დაიწყება.

ჩვენთვის ყველაზე მეტად ინტერესს მოქმედი ჩემპიონის მატჩი იწვევს.

"ნაპოლი" პირველ ტურში სტუმრად "ფროზინონეს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა 19 აგვისტოს საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შესაძლოა შაბათს ორი ქართველის დაპირისპირება ვიხილოთ, შეგახსენებთ რომ მიმდინარე ზაფხულს გიორგი კვერნაძე "ფროზინონეს" წევრი გახდა.

ექსპერტების აზრით ეს შეხვედრა ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოში იწვევს.





გაზიარება
მოინახულეს 993-ჯერ
კომენტარები
რეკლამა