დღის ახალი ამბები

რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს

რუდი გარსია "რეალთან" მატჩამდე კომენტარს აკეთებს
2-10-2023, 09:57

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა „ლეჩესთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაზე (4:0) და ქართველი თავდამსხმელი შეაქო.

„ყველა მოთამაშე უბრუნდება თავის საუკეთესო ფორმას. მაგალითად, ანგისა და კვარაცხელია ბოლო სამ თამაშში თავიანთ ჩვეულ დონეს აჩვენებენ და გუნდის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი საკუთარ თავს და გუნდს „დაუბრუნდნენ“.
სხვათა შორის, მე წინა მატჩებში მშვიდად ვიყავი, რადგან კარგად ვთამაშობდით და ბიჭები გუნდურ სულისკვეთებას ავლენდნენ. სიმეონემ კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და გოლის გატანას იმსახურებდა.
ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ, იმის მიუხედავადაც, რომ საწყის ტურებში რამდენიმე ქულა დავკარგეთ. მე ვხედავდი, რომ სწორ გზაზე ვიდექით და ჩემი გუნდის მჯეროდა. მჯეროდა ნათანის, რომელიც ნიჭიერია და კარგად ესმის, გუნდისგან და პირადად მისგან რას ვითხოვ.
ზელინსკის მნიშვნელობას თქვენ მხოლოდ მაშინ აცნობიერებთ, როდესაც ის არ გყავთ. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე ბევრი რამის გაკეთება იცის და ვითარებას სხვებზე სწრაფად ხედავს. მეორე ტაიმში სამი გოლი სათადარიგოებიდან შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, რაც ძალიან მახარებს.
„რეალთან“ მატჩამდე სამი დღე დაგვრჩა. ტრავმირებულები არ გვყავს. ახლა მთავარი სიტყვა ჯანმრთელობაა, რათა ჩვენი გულშემატკივრების წინაშე მაქსიმუმი გავიღოთ“, – ამბობს რუდი გარსია.

წყარო: 1tv.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 003-ჯერ
კომენტარები
რეკლამა