დღის ახალი ამბები

"უოტფორდის" მწვრთნელი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

"უოტფორდის" მწვრთნელი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
9-03-2024, 21:51

"უოტფორდი" - "სუონსის" პირველ ტაიმში სტუმართა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძის წინააღმდეგ იუხეშა. გიორგი მოედანზე მალევე დაბრუნდა, მაგრამ შესვენების შემდეგ შეცვალეს.

მატჩის შემდეგ გიორგის დაზიანებაზე კომენტარი "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა:

"იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სისხლჩაქცევაა, მაგრამ სამედიცინო შემოწმებაა საჭირო. მისი მდგომარეობა უნდა შეფასდეს" - განაცხადა ვალერი ისმაელმა

რამდენად სერიოზულია  ჩაკვეტაძის ტრავმა, ჯერჯერობით უცნობია.




გაზიარება
მოინახულეს 1 225-ჯერ
კომენტარები
რეკლამა