დღის ახალი ამბები

“მინდა ვთქვა და იცოდეს… დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს მაგრამ” – რას ამბობს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

“მინდა ვთქვა და იცოდეს… დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს მაგრამ” – რას ამბობს ლაშა ტალახაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
17-05-2024, 15:37

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სპორტსმენი ასეთი წარმატების შემდეგ არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია. დიდი სურვილი მაქვს, ხვიჩა კვარაცხელია პირადად გავიცნო“, – განაცხადა ქართული და მსოფლიო სპორტის ლეგენდამ, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ TST სპორტ-თან ინტერვიუში.

„არ მქონია საშუალება, ხვიჩა კვარაცხელიაზე სადმე მესაუბრა და ამ ადამიანის მიმართ ჩემი შთაბეჭდილება დამიფიქსირებინა. სიმართლე გითხრათ, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მხოლოდ ინტერნეტსივრცეში მისალოცი მესჯებით ვურთიერთობთ, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, პირადადაც გავიცნო.
უპირველესად, ძალიან კარგი ადამიანია, თავმდაბალია და ეს უმნიშვნელოვანსია სპორტსმენისთვის. როდესაც ამდენი წარმატების შემდეგ ადამიანი არ იცვლება და კეთილშობილების მაგალითია, ასეთი ადამიანის ყველაფერი გამიხარდება და არა მარტო მე, არამედ ძალიან ბევრს. ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ არ უთქვამს თავის სათქმელი. მას უფრო მეტი შეუძლია და ეს ბიჭი უფრო მეტს იტყვის.
საქართველოში ყველა სპორტს და სპორტსმენს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთის გულშემატკივრობით გამოვირჩეოდი. მინდა, ვთქვა და იცოდეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ დამაწყებინა ფეხბურთის ყურება. არასდროს არ მქონდა თავიდან ბოლომდე ის 90 წუთი და პლუს, დამატებითი დრო ნანახი. არასდროს არ მიგულშემატკივრია, საქართველოს ნაკრების გარდა, სხვა გუნდისთვის, მაგრამ როდესაც „ნაპოლის“ თამაშია, ჩავრთავთ სამეგობრო და ვუყურებთ.
მინდა, წარმატებები ვუსურვო, ახალგაზრდა სპორტსმენია, ძალიან წარმატებულია და წინ უფრო მეტი წარმატება ელის. ის თავისი შრომით, თავმდაბლობითა და კარგი ადამიანობით ძალიან ბევრს მიაღწევს. დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაახარებს. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა. „ნახე, ხვიჩამ რა მაგრად ითამაშა“, – უხარიათ ადამიანებს. უხარიათ ჩვენი წარმატებები და სპორტი არის ის, რაც ამ ჩვენს მოსახლეობას ახარებს და მინდა, რომ ხვიჩასაც და თითოეულ სპორტსმენს ბევრი წარმატება ვუსურვო. მჯერა, რომ საქართველოში ის მომენტი დგას, როდესაც ძალიან ბევრი სპორტსმენი გაიზრდება და თავის სათქმელს იტყვის“. – ამბობს ტალახაძე.

წყარო: pnews.ge




გაზიარება
მოინახულეს 57 640-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  2. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
  3. უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია
  4. ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები
  5. "ბევრი იმედგაცრუება, მძიმე მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, დედისა და ძმების დაკარგვა" - ქართველ ძალოსანთა ტრიუმფის მთავარი შემოქმედის პირადი ცხოვრება, მამის კვალზე წასული ვაჟები და ულამაზესი ქალიშვილები
რეკლამა