დღის ახალი ამბები

ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ

ბუდუ ზივზივაძეს ინგლისის ჩემპიონშიფისა და თურქეთის სუპერლიგის კლუბები იწვევენ
7-07-2024, 22:19

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბები იწვევენ – ამის შესახებ საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ, კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ახლა თავად ბუდუმ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, ის ამ წინადადებაზე ფიქრობს.
ამას გარდა, ზივზივაძეს ასევე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდშიც იწვევენ, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბების დასახელებას მოვერიდები“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.

წყარო: tia.ge



ბუდუ ზივზივაძე ზივზივაძე
გაზიარება
მოინახულეს 821-ჯერ
კომენტარები
მსგავსი საიხლეები
  1. „თქვენ, რომ წარმატებული ფეხბურთელები გახდებით მე მოვალ და ტაშს დაგიკრავთ“ - ბუდუ ზივზივაძე ქუთაისში საფეხბურთო კლუბ „სერვალს“ ესტუმრა
  2. რას აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
  3. "როგორც წესი, ასე ხდება: ჩემი ცოლი ახალ ჩანთებს, ტანსაცმელს ყიდულობს. შემდეგ მომიბრუნდება და მეუბნება: "ძვირფასო, შენც გიყიდე რაღაც" და ამოიღებს ჩანთიდან სამაჯურს, რომლის ღირებულებაც 1 ევროა" - დევიდ ბექჰემი
  4. ხვიჩა კვარაცხელია "რეალთან" მატჩის წინ კომენტარს აკეთებს: "მე მატჩებზე გავიზარდე, ახლა კი ......"
  5. "თითქმის ყველა იარაღიდან ვისვრი, არაფერს მოვერიდები" - უკრაინელი სპორტსმენების მიმართვა
რეკლამა