დღის ახალი ამბები

UEFA-მ წესები შეცვალა - გიორგი მიქაუტაძე ოქროს ბუცის მიღებასთან ძალიან ახლოსაა!

UEFA-მ წესები შეცვალა - გიორგი მიქაუტაძე ოქროს ბუცის მიღებასთან ძალიან ახლოსაა!
12-07-2024, 22:43

2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცი ექვსივე თანაბარი გოლების მქონე ფეხბურთელზე გადანაწილდება, თუ ინგლისსა და ესპანეთს შორის ფინალზე, კონკრეტული ფეხბურთელი მეოთხე გოლს არ მიითვლის. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გამოცემა ESPN ავრცელებს UEFA-ზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე სამი გოლით, ტურნიტის ბომბარდირთა შორისაა.



აღსანიშნავია, რომ გასულ 2020 წელს, გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს ბუცი კრიშტიანუ რონალდუს ერგო იმის მიუხედავად, რომ მის მსგავსად, ხუთი გოლი ჰქონდა გატანილი პატრიკ შიკს.

მანამ UEFA-ს მიერ წესებში შეტანილი ცვლილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, გიორგი მიქაუტაძეს ბომბარდირთა დავაში ორი კონკურენტი (კოდი გაკპო ნიდერლანდებიდან და ბრიტანელი ჰარი კეინი) უსწრებდა. საქმე იმაშია, რომ 23 წლის ქართველმა ორი გოლი პენატლტის ნიშნლიდან გაიტანა, ხოლო როცა გატანილი გოლების რაოდენობა თანაბარია, უპირატესობა იმ მოთამაშეს ენიჭებოდა, რომელსაც მეტი გოლი ჰქონდა გატანილი უშუალოდ სათამაშო ეპიზოდიდან.
იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მსგავსად, ტურნირს ნიდერლანდებიც გამოეთიშა, ფინალურ შეხვედრაში ჰარი კეინი თუ ვერ შეძლებს, მეოთხე გოლი მიითვალოს და რაც ნაკლებ სავარაუდოა, რომელიმე ფეხბურთელი ინგლისიდან და ესპანეთიდან საკუთარი გოლების რაოდენობას 4-მდე ვერ აიყვანს, ოქროს ბუცის თანამფლობელი გიორგი მიქაუტაძე გახდება.

წყარო: tia.ge




გაზიარება
მოინახულეს 394-ჯერ
კომენტარები
რეკლამა