საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო სეზონის დასაწყებად ემზადება. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ „კვარა“ ამ სეზონს კვლავ ნეაპოლში გაატარებს. თუმცა, როგორც იტალიურ სპორტულ მედიაში იწერება, 23 წლის ქართველი ამიერიდან 77-ნომრიანი მაისურის ნაცვლად, 7 ნომრით ითამაშებს.
„მისი დებიუტი „ნაპოლიში“ 77 ნომრიანი მაისურით შედგა, ახლა კი, თავისი კერპის რონალდუს 7 ნომრიანი მაისურით გააგრძელებს თამაშს. ეს შეიძლება დეტალებია, თუმცა, სწორედ ასეთი დეტალები ქმნის განსხვავებას“, - წერს Corriere dello Sport.
შეგახსენებთ, მსოფლიო სპორტულ მედიაში აქტიურად შუქდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერის საკითხი. ქართველით განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდა პარი სენ-ჟერმენი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, იტალიურ კლუბს 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზა, თუმცა, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა არაერთხელ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ხელშეუხებელია, ხოლო კლუბის ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე „კვარაზე“ განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს და მას, გუნდში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს.
ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დამსახურებული შვებულებით სარგებლობს, კლუბს კი აგვისტოს დასაწყისიდან შეუერთდება.
წყარო: tia.ge
ქართველი ფეხბურთელი ნომერს იცვლის ! - რა იქნება ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ნომერი ?
21-07-2024, 09:59
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად