"პარი სენ-ჟერმენის“ დიდი მონდომების მიუხედავად, ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ არ დატოვებს და მომავალ სეზონშიც მის ღირსებას დაიცავს, - ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია მომავალ სეზონშიც „ნაპოლიში“ რჩება, ის ხელშეუხებელია. „პარი სენ-ჟერმენმა“ თეთრი დროშა აღმართა. ლუის კამპოსი (პსჟ-ის სპორტული დირექტორი) მიხვდა, რომ სხვა გზა არ არის - ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება შეუძლებელია. მას უწევს უკან დახევა ნაპოლეონის მსგავსად, რომელსაც რუსეთში თავდაპირველად დიდი მიზნები ჰქონდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ ქართველის აგენტისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, მოლაპარაკებები იმედის მომცემი ჩანდა, რადგან ფეხბურთელმა, რომელსაც 5-წლიან კონტრაქტსა და 7,5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასს ჰპირდებოდნენ, გამოთქვა საფრანგეთში გადასვლის მზადყოფნა. ბოლო სიტყვა აურელიო დე ლაურენტისს უნდა ეთქვა და პრეზიდენტიც შეუვალი აღმოჩნდა - მისთვის კვარაცხელიას საკითხი არ განიხილებოდა.
ამრიგად, კვარაცხელიას გარემოცვისთვის ყველაფერი გასაგებია. ფეხბურთელი, სულ ცოტა, კიდევ ერთი სეზონს გაატარებს ნაპოლიში, კლუბი კი მას კონტრაქტს განუახლებს, რათა თავი უფრო მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს“, - წერს იტალიური მედია.
წყარო: tia.ge
ხვიჩა ხელშეუხებელია - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიური მედია
8-06-2024, 16:13
კომენტარები
20-11-2024 20:12
1 553
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
257
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 380
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად
20-11-2024 01:05
3 748
ვინ არის ლუკა ხარატიშვილი, რომელმაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპაზე გაიყვანა ?
ვრცლად