ქართული სპორტული პორტალის, Leadersport-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათში გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი გახდება.
გამოცემა წერს, რომ გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია და მის საბოლოო შესრულებას მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარის ხელმოწერა აკლია. საქმეში ასევე ჩართულია მერაბ ჟორდანიაც, რომელიც გამოცემასთან ამბობს, რომ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა ბევრს ვერაფერს იტყვის.
"დიახ, ამ მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ვიცი, მაგრამ ბევრსაც ვერაფერს გეტყვით. სჯობს, გიორგი მამარდაშვილის აგენტს დაუკავშირდეთ" - ამბობს ჟორდანია Leadersport-თან. მათივე ცნობით, "ლივერპული" ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაუხდის ვალენსიას, თუმცა ამ თანხაში არ შევა დამატებითი ხარჯები.
Leadersport აღნიშნავს, რომ ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გიორგი მამარდაშვილი მოახლოებულ სეზონს პრემიერლიგის ბორნუთში გაატარებს, 2025 წლიდან კი ლივერპულის პირველი მეკარე იქნება. რაც შეეხება ლივერპულის ახლანდელ მთავარ მეკარეს, ალისონ ბეკერს, ის ერთი სეზონის შემდეგ საუდის არაბეთში გააგრძელებს თამაშს.
ცნობილი ხდება გიორგი მამარდაშვილის ახალი გუნდი
6-08-2024, 21:55
კომენტარები
21-11-2024 22:57
63
„ბარსას კვარა მოსწონს, თუმცა...“ - ბოლო ცნობები კატალონიიდან
ვრცლად
20-11-2024 20:12
7 357
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გრანდს სურს
ვრცლად
20-11-2024 15:17
439
„ბოლო ოთხ ტურში ერთი ქულისთვის მადლობის გადახდა, არის, პირველ რიგში, შეურაცხყოფა...“ – გიორგი კეკელიძის მკვეთრი შეფასება
ვრცლად
20-11-2024 08:28
2 883
ვის და როდის შეხვდება საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დასარჩენად ?
ვრცლად