დღის ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ „სპორტინგს“ დაუბრუნდა

გიორგი ქოჩორაშვილი ტრავმის შემდეგ „სპორტინგს“ დაუბრუნდა


1-04-2026, 06:40

გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგში“ ვარჯიში განაახლა – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.


„31 მარტს „სპორტინგმა“ ვარჯიში მთავარი მწვრთნელის, რუი ბორხესისთვის სასიხარულო ამბებით განაახლა – ჯოვანი კენდასთან ერთად, გუნდს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდა“, – წერია კლუბის პერსსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.


ქოჩორაშვილმა ბოლო შეხვედრა 5 თებერვალს ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი პორტუგალიის თასის მეოთხედფინალში, „ავეშთან“ 2:3 წაგებულ მატჩში, ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.


ამ ტრავმის შემდეგ ქოჩორაშვილი მკურნალობდა და მარტში საქართველოს ნაკრების ორივე თამაში გამოტოვა.


წყარო: 1tv.ge-sport




  • გიორგი ქოჩორაშვილი, ქოჩორაშვილი, სპორტინგი
    გაზიარება
    მოინახულეს 72-ჯერ
    რეკლამა