დღის ახალი ამბები

"ერევანში მოვიგებთ, თბილისში კი ფრეს დავჯერდებით" - ედგარ ტოროსიანი

"ერევანში მოვიგებთ, თბილისში კი ფრეს დავჯერდებით" - ედგარ ტოროსიანი


20-03-2025, 06:04

სომხური ალაშკერტის თავკაცი საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩებს გამოეხმაურა.


ალაშკერტის მთავარი მწვრთნელი ედგარ ტოროსიანი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებთა მოახლოებულ მატჩებს გამოეხმაურა და ვარაუდი გამოთქვა, რომ დაპირისპირებაში გამარჯვებული მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გამოვა.

"ამ ორი ქვეყნის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა ხოლმე. ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და მოახლოებული შეხვედრები მას საშუალებას მისცემს, ფეხბურთელები უკეთ გაიცნოს. ვფიქრობ, მისი მხრიდან ექსპერიმენტებიც იქნება და ძალიან საინტერესოა იმის ხილვა, ის ნაკრებს რა ახალ შტრიხებს შემატებს. საქართველოს ნაკრები ნამდვილად საინტერესო მეტოქეა, ამდენად, ორი ძალიან სანახაობრივი თამაში გველის.

სომხეთის ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს. მოულოდნელობა არაფერია. კარგია, რომ გუნდში დაბრუნდა ტიგრან ბარსეგიანი. ის კარგ ფორმაში იმყოფება და შეუძლია, ნაკრებს დიდი დახმარება გაუწიოს. პროგნოზის გაკეთება იოლი საქმე არაა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მატჩებში ბევრი გოლი არ გავა. საშინაო მატჩი 1:0 უნდა მოვიგოთ, თბილისში კი 1:1 იქნება".

საქართველოს ნაკრები სომხეთს ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. გუნდები 20 მარტს ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ, 23-ში კი, განმეორებითი შეხვედრა დინამო არენაზე შედგება.


წყარო: ge.betsson.sport





გაზიარება
მოინახულეს 406-ჯერ
კომენტარები
რეკლამა