დღის ახალი ამბები

"ჩემი ხელფასი მხოლოდ ჩემია ? დღეს მე რომ აქ ვყოფილიყავი ჩემმა ოჯახმა საამისოდ ყველაფერი გააკეთა" - რა უპასუხა კვარაცხელიამ ჟურნალისტის მიერ ხელფასზე დასმულ შეკითხვას

"ჩემი ხელფასი მხოლოდ ჩემია ? დღეს მე რომ აქ ვყოფილიყავი ჩემმა ოჯახმა საამისოდ ყველაფერი გააკეთა" - რა უპასუხა კვარაცხელიამ ჟურნალისტის მიერ ხელფასზე დასმულ შეკითხვას


1-06-2025, 21:00

რამდენიმე წლის წინ, ხვიჩა კვარაცხელიამ მის ოჯახზე და იმ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც მან გამოიარა.

ჟურნალისტი: მე ვიცი, რომ ახალგაზრდა მოთამაშეების დიდი ნაწილი მთელ თავიანთ ხელფასს მშობლებს აძლევენ, შენ შემთხვევაში როგორაა?

ხვიჩა: “ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შემოსავალი არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩემი. ის ყოველთვის ეკუთვნოდა ოჯახსაც, რადგან მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს საიმისოდ, რომ დღეს მე აქ ვყოფილიყავი. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ საქართველოში. ძალიან რთული დრო იყო… არ მინდა ყველაფრის მოყოლა”.

ჟურნალისტი: მძიმე დრო შენი ოჯახისთვის?

ხვიჩა: “კი, ისინი ძალიან მეხმარებოდნენ. ამიტომ როდესაც რამეს გამოვიმუშავებ ეს მშობლებისთვისაა”.

ჟურნალისტი: როდის მოგცემენ უფლებას ნამდვილი ფერარი გიყიდონ?

ხვიჩა: “ნუ, არვიცი. იცი ახლა ამის დრო არ არის. თუ კარგ ფეხბურთს ვითამაშებ, ღმერთმა ქნას ესეც გამოვიდეს”, – თქვა ქართველმა გარემარბმა.





  • გაზიარება
    მოინახულეს 3 192-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. “ჯერ ცაში ავიყვანთ და მერე უცებ მიწაზე ვანარცხებთ! ისე იზამთ, საქართველოსკენ აღარ გამოიხედება ბიჭი” – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი მერაბ დვალიშვილის შესახებ ?
    2. ხელჩართული ჩხუბი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის - გეგეშიძე და იანტბელიძე ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან
    3. ვინ დაასახელა 3 საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს შორის კვარაცხელიამ – “ის ჩემთვის მასწავლებელია”
    4. „სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე უკან არის“- ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
    5. "მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
    რეკლამა