დღის ახალი ამბები

სანიოლი: "საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია"

სანიოლი: "საქართველოში რესტორანში წასვლა აღარ შემიძლია"


22-06-2025, 11:06

France Football-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა, ვილი სა­ნი­ო­ლიმ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­იხ­სე­ნა, სა­დაც ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა გა­სულ წელს პორ­ტუ­გა­ლია და­ა­მარ­ცხეს და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე გა­ვიდ­ნენ.


"ჩემი უდი­დე­სი ჯილ­დო მათი ბედ­ნი­ე­რე­ბის ხილ­ვაა. ფეხ­ბურ­თე­ლებს ვუ­ტო­ვებ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბით ხალ­ხთან ერ­თად დატ­კბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მე კი გა­სახ­დელ­ში ვბრუნ­დე­ბი.


ეს ჩვე­ნი ბოლო გა­მარ­ჯვე­ბაა ტურ­ნირ­ზე.

ვხე­დავ გა­მო­ფი­ტულ ფეხ­ბურ­თე­ლებს, რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ემო­ცი­უ­რად. ძალა აღარ დარ­ჩათ, ძრა­ვა­ში საწ­ვა­ვი აღარ არის. შემ­დეგ კი ეს­პა­ნე­თი (ტურ­ნი­რის მო­მა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი) გვე­ლო­დე­ბა მერ­ვე­დფი­ნალ­ში (1:4). მე მხო­ლოდ ერთი ძი­რი­თა­დი გუნ­დი მყავს, სამი-ოთხი და­მა­ტე­ბი­თი მო­თა­მა­შით. მაგ­რამ არ ვყო­ფილ­ვარ უბე­დუ­რი იმის გამო, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და


  • ამის შემ­დეგ, ნაკ­რე­ბის სტა­ტუ­სი შე­იც­ვა­ლა...


მას შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რეს­ტო­რან­ში წას­ვლა აღარ შე­მიძ­ლია, რად­გან ფულს არ მახ­დე­ვი­ნე­ბენ.


როცა ამ ქვეყ­ნის­თვის მარ­თლაც კარ­გს აკე­თებ, ეს სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა. ახლა კი ისი­ნი იმ ფა­ზა­ში არი­ან, როცა ფიქ­რო­ბენ, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდე­ბით. ოც­ნე­ბებ­ში შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს და ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია", - ამ­ბობს ვილი სა­ნი­ო­ლი.


წყარო: ambebi.ge





  • გაზიარება
    მოინახულეს 382-ჯერ
    მსგავსი საიხლეები
    1. "რეალ მადრიდის" ვარსკვლავს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ადანაშაულებენ
    2. ვინ არის ულამაზესი გოგონა, რომლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გადაღებულმა ვიდეომ დიდი ინტერესი გამოიწვია
    3. "მცველებს აჰიპნოზებს, მისი ყურება არ მბეზრდება" - რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ატელეტიკოსთან" მატჩში და რას წერენ გულშემატკივრები?
    4. ფსიქოლოგი მეუღლე, რომელიც მუდამ ჩემპიონის გვერდითაა და მძიმე ტრავმის შემდეგ მოსული უამრავი გამარჯვება - როგორია გურამ თუშიშვილის ცხოვრება ტატამს მიღმა
    5. "ის 14 წელია ურთიერთობაშია" - playboy-ს გოგონა, სასიყვარულო ურთიერთობა და წარმატებული კარიერა: ვინ არის ბლოგერი და დვალიშვილის ახლო მეგობარი "ნინა დრამა"
    რეკლამა