„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებისთვის, ლუკა ერნანდესისა და უილიან პაჩოსთვის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოფიციალურად დასრულდა, მათ ფიფა-მ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
პარიზული გუნდის მცველებმა მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში „ბაიერნის“ წინააღმდეგ წითელი ბარათები მიიღეს. ფიფა-ს რეგლამენტის მიხედვით, პირდაპირ მიღებული წითელი ბარათი ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ნიშნავს. პაჩო მოედნიდან 82-ე წუთზე გააძევეს, ხოლო ერნანდესი – 90+2-ე წუთზე.
შედეგად, ფეხბურთელები „პარი სენ-ჟერმენს“ მადრიდის „რეალთან“ ნახევარფინალში ვერ დაეხმარებიან, ასევე ვერ ითამაშებენ 13 ივლისს ტურნირის ფინალში, თუ ფრანგული გუნდი იქ გასვლას მოახერხებს.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „რეალის“ შეხვედრა 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ხვიჩა კვარაცხელიამ მადრიდის "რეალთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა
ასევე იხილეთ: დიდი ტრანსფერი! - "პსჟ" "რეალის" ფეხბურთელში 90 მილიონს იხდის
წყარო: 1tv.ge



