ერთ-ერთ მედია საშუალებასთან "ნაპოლის" პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად კვარაცხელიას ტრანსფერზეც ისაუბრა.
"ჩვენ კვარაცხელიას გაყიდვა არ გვინდოდა, მაგრამ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც ვერ ვახერხებდით , მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სხვა მიზნები ჰქონდა – როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ფეხბურთელისთვის. მას სურდა ორნიშნა ხელფასი და ამავდროულად, სხვა კლუბიდან ძალიან მაღალი საკომისიო.
ჩვენ კონტეს შევპირდით, რომ ოსიმენს და კვარაცხელიას შევინარჩუნებდით, მაგრამ ეს ვერ შევძელით , ქართველი ფეხბურთელი ინავარში რომ არ გაგვეყიდა, შემდეგ მის აგენტს უკვე შეეძლებოდა ფიფას რეგულაციების მე-17 მუხლი აემოქმედებინა, რითიც დაგვემუქრა კიდევაც.
ეს მუხლი გულისხმობს რომ კონტრაქტის გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ ფეხბურთელს აქვს უფლება კონტრაქტი გაწყვიტოს, კონპენსაციის სახით კი კვარაცხელიას "ნაპოლისთვის" ძალიან მცირე თანხის გადახდა მოუწევდა, რადგან ჩვენ მის ტრანსფერში მხოლოდ 10 მილიონი გადავიხადეთ.
ჩვენ იანვარში კვარაცხელიას გარეშე დავრჩით, ეს გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო , მაგრამ კონტემ შეძლო და თავისი ბრძოლისუნარიანობით გუნდს ჩემპიონობა მაინც მოუპოვა, ჩვენ კვლავ ქართველი ფეხბურთელის ალტერნატივის ძიებაში ვართ, მაგრამ ეს ძალიან რთულია" - განაცხადა დე ლაურენტისმა



